18:20 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლევან დავითაშვილი: 2013 წლიდან დღემდე, 34 000-ზე მეტი სესხია გაცემული და პორტფელი 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს აჭარბებს
"კვიპროსის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას“- კვიპროსის მმართველი პარტიის პრეზიდენტი

სიახლეები

გიორგი ქობულია: ინვესტორებს სამინისტროში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მოემსახურებიან

 

"ყოველთვის საჭიროდ და სასარგებლოდ მიმაჩნია ასეთი ტიპის შეხვედრები ბიზნესთან, რადგან ძალიან მჭირდება, რომ უშუალოდ მათგან მოვისმინო იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც მათ აწუხებთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

 

შესავალ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთავრობის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიმართულია ბიზნესის სტიმულირებისა და ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით.

 

მინისტრის მისალმების შემდეგ, შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის დროსაც ასოციაციის წევრებმა მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვებში ადგილობრივი წარმოებების წახალისება, ბიზნესის სტიმულირების პროგრამების სრულყოფა, ექსპორტის ხელშეწყობა და სხვ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ინვესტორებს სამინისტროში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მოემსახურებიან. „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უფრო ნაკლებად ბიუროკრატიულ და გამარტივებულ ურთიერთობაზე ბიზნესსა და სამინისტროებს შორის, რაზეც ასევე ვმუშაობთ. მათ რიცხვში ვგეგმავთ ინვესტორთან „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ამოქმედებაზე, როდესაც ჩვენი თანამშრომლები თავად მოუგვარებენ ინვესტორებს ყველა საკითხს სხვადასხვა სამინისტროებში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

 

შეხვედრას ასოციაციის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მინისტრთან ერთად, ბიზნესმენთა შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე პასუხობდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრო ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი