16:57 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ტრამპი: რადიკალურ მემარცხენე ტელევიზიებში გამართულ დებატებში მონაწილეობას არ მივიღებ
ლევან დავითაშვილი: 2013 წლიდან დღემდე, 34 000-ზე მეტი სესხია გაცემული და პორტფელი 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს აჭარბებს

სიახლეები

"ტყის კოდექსის“ კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავებული „ტყის კოდექსის“ კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა. 
ტყის კოდექსში მოცემული ტყის  მართვის ძირითადი პრინციპები და სამართლებრივი ინსტრუმენტები ტყის მდგრადი და მრავალფუნქციური მართვის საფუძველი გახდება.
კოდექსი უზრუნველყოფს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური  ფუნქციების გათვალისწინებით. კოდექსის მიზანია ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება. 

 

აღსანიშნავია, რომ ახალი კოდექსით უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემა. ეტაპობრივად გაუქმდება „სოციალური ჭრის“ პრაქტიკა, რომლის  ნაცვლად იქმნება მდგრადი სატყეო მეურნეობის მართვის მოდელი. ხე-ტყის დამზადება მოხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ, რაც ტყეების ეკოლოგიური ფუნქციის შენარჩუნების პარალელურად, უზრუნველყოფს სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყით სარგებლობა განხორციელდება ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, შემცირდება უკანონო ჭრების რისკები. 

 

სატყეო სექტორის მართვის განახლებული ინსტიტუციური მოდელი ითვალისწინებს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ტყის რესურსების რეკრეაციული გამოყენების სტიმულირება და სოფლის განვითარებაში ტყეების როლის ზრდა, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს ტყეებზე ზეწოლას.  

 

ახალი ტყის კოდექსით სავალდებულო ხდება სატყეო სექტორში პროფესიონალი კადრების დასაქმება. ტყის მართვის ორგანომ უნდა უზრუნველყოს ტყის მართვაში მეტყევის და სატყეო საქმის სპეციალისტის სტატუსის მქონე პირების სავალდებულო მონაწილეობა.

 

„ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მოახდინა სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 105,54 კმ-ზე. გზების მოწყობა-რეაბილიტაცია ხელს უწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, უადვილებს მოსახლეობას სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანას.

 

ბორჯომის ხეობაში დასრულდა ნახანძრალი ტყის აღდგენის პირველი ეტაპი ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელდა 163.73 ჰა ფართობზე, მათ შორის დასრულდა ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტყის აღდგენის პირველი ეტაპი. დარგული იქნა 270 000-მდე ნერგი. ღონისძიებები გაგრძელდება მიმდინარე წელსაც და ტყის აღდგენა განხორციელდება 329,51 ჰა-ზე.

 

ტყის ეროვნული აღრიცხვა გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, ქვეყანაში პირველად ინერგება ტყის ეროვნული აღრიცხვა (ინვენტარიზაცია) და საფუძველი ეყრება ტყის შესახებ მუდმივად განახლებადი ინფორმაციისა და მონიტორინგის სისტემას. ტყის ეროვნული აღრიცხვის პირველი სამუშაოები 2019 წელს განხორციელდება კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

 

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ინიცირებული ახალგაზრდა მეტყევე სპეციალისტთა გადამზადების პროგრამა, რომელიც მოტივირებულ 16 ახალგაზრდას შესაძლებლობას მისცემს ტყის აღრიცხვის მიმართულებით გაიღრმავოს ცოდნა. პროგრამის ფარგლებში მომზადებული სპეციალისტები ჩაერთვებიან ტყის აღრიცხვის სამუშაოებში ლაგოდეხისა და ახმეტის სატყეო უბნების ტერიტორიაზე (სულ 82 186 ჰა). აღნიშნულ ტერიტორიებზე, ეროვნული სატყეო სააგენტო საკუთარი რესურსებითა და ძალებით განახორციელებს ტყის ინვენტარიზაციას და მოამზადებს ტყის 10 წლიანი მართვის გეგმებს.“ - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი