14:34 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: ვერც პოლიტიკა და ვერც ბიზნესი ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის, თუ სამართალია დარღვეული
ტრამპი: რადიკალურ მემარცხენე ტელევიზიებში გამართულ დებატებში მონაწილეობას არ მივიღებ

სიახლეები

სად მიდის ვენესუელას ოქროს მარაგები? - რუსული ავიაკომპანიის საეჭვო რეისები კარაკასიდან

 

ბრიტანული გამოცემა Times წერს, რომ ვენესუელაში რუსული ლაინერების რამდენიმე საიდუმლო "გადაფრენა" დაფიქსირდა. საუბარია ავიაკომპანია Nordwind-ის მიერ შესრულებულ რეისებზე ვენესუელადან აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.  

 

სააგენტო წერს, რომ ნიკოლას მადუროს მთავრობას ქვეყნიდან ოქროს მარაგი გააქვს და ამაში მას რუსეთი უწყობს ხელს. 1 მარტს Nordwind-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე არცერთი მგზავრი არ იყო, კარაკასიდან უგანდის დედაქალაქში გადაფრინდა. იქ რამდენიმე საათი დაჰყო, შემდეგ ზანზიბარში დაეშვა და კვლავ კარაკასში დაბრუნდა. 

 

ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ ამავე ავიაკომპანიის თვითმფრინავი შენიშნეს კარაკასის აეროპორტში მაშინ, როცა ის გაერთიანებულ არაბულ საამიროებში გასაფრენად ემზადებოდა, 20 ტონა ოქროთი ბორტზე. მოგვიანებით, ეს გარიგება ამერიკული მხარის მოთხოვნით ჩაიშალა და ვენესუელამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოქროს ოფიციალურად გაყიდვა ვერ შეძლო. 

 

Times ციტირებს ექსპერტთა მოსაზრებებს, რომლებიც ამბობენ, რომ უგანდა ახლა ოქროს  "გათეთრების" საერთშორისო ცენტრია და ადგილობრივი მოვაჭრეები კორუფციული გზით მოპოვებულ ძვირფას მეტალს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ყიდულობენ და ყიდიან. 

 

Nordwind-ის თვითმფრინავი არ იყო ერთდერთი საეჭვო ლაინერი, რომელიც კარაკასში შენიშნეს. სააგენტოს წყაროს თქმით, გასულ კვირას ვენესუელადან უგანდის ქალაქ ენტებეში ერთ-ერთმა ევროპულმა გადამზიდავმა 4 ტონა ოქრო გადაიტანა. 

 

ვენესუელას ლეგიტიმური მთავრობა ირწმუნება, რომ ქვეყნიდან ოქროს მარაგები გააქვთ ქვეყნის საგარეო საქმეთა უკანონო მინისტრის (ნიკოლას მადუროს მთავრობის წევრი) ხორხე არეასის პირადი თვითმფრინავითაც. ხუან გუაიდოს თქმით, ნიკოლას მადურომ იცის, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობის დღეები დათვლილია და სიმდიდრე მისთვის სასურველ რეგიონებში გადააქვს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ ცხოვრობენ აფხაზეთში?!

22 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    დღევანდელი აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია. ე.წ აფხაზეთის სახელმწიფოს სტატისტიკის სამართველოს მონაცემებით, აფხაზეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე $2127-ია და ამ...

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...