03:15 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
8 მარტიდან ღამის ავტობუსი მუშაობას განაახლებს
სად მიდის ვენესუელას ოქროს მარაგები? - რუსული ავიაკომპანიის საეჭვო რეისები კარაკასიდან

სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ვერც პოლიტიკა და ვერც ბიზნესი ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის, თუ სამართალია დარღვეული

 

„ნუ მივცემთ პოლიტიკურ დატვირთვას იმ საკითხს, რომელიც უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოში განხილული. საგამოძიებო კომისიაც არის ამის მცდელობა, რომ კონკრეტულმა ძალებმა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

“ჩვენი ამოცანა არის და უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის ამოცანა, ეს საკითხი დავტოვოთ პოლიტიკურ ჩარჩოში. საუბარია მარტივ საქმეზე, რომლის გამოძიებაში არიან ჩართული სამართალდამცავი ორგანოები. ჩვენ მათ უნდა მივცეთ დრო იმისათვის, რომ სათანადოდ იყოს გამოძიებული ეს საქმე. რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტში ამ საკითხის განხილვას, ეს არის არასწორი.  ჩვენ სამართლებრივ ჩარჩოში უნდა განვიხილოთ აუცილებლად ეს საკითხი”,- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

 

ირაკლი კობახიძემ პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ საქმეზე გამოქვეყნებულ წერილზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, წერილი არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერც პოლიტიკა და ვერც ბიზნესი ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის, თუ სამართალია დარღვეული. 

 

„თქვენ გახსოვთ, რომ საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა ამ ე.წ. მტკიცებულებას, ე.წ. კომპრომატს და შედეგად ჩვენ მივიღეთ პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი, რაც არის, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზული. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ტოვებს არასერიოზულ შთაბეჭდილებას.კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ ის საქმე, რომელიც არის წმიდა სამართლებრივი საქმე. ბუნებრივია, ვერც პოლიტიკა და ვერც ბიზნესი ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის, თუ არის სამართალი დარღვეული. ამიტომ, სამართლებრივ ჩარჩოში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, სამართალდამცავი ორგანოები ამ ყველაფერს გამოიძიებენ. ბუნებრივია, ყველას ექნება დაკვირვების საშუალება, ამ ყველაფერში ჩართვის საშუალება, ძალიან გამჭვირვალედ გადაწყდება ეს ყველაფერი”,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს. 

 

მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ფურცელზე გარკვეული ტექსტი ამობეჭდოს და როგორც ეს ფაქტი, ასევე, წერილის შინაარსიც არასერიოზულია. 

 

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამობეჭდოს ფურცელზე გარკვეული ტექსტი. არასერიოზულია როგორც  ეს ფაქტი თავისთავად, ასევე შინაარსი ამ წერილის. მათ შორის ის, რომ თურმე „არტარეას“  სთხოვდა ვიღაც ობიექტურობის მაღალი სტანდარტების დაცვას. როცა 20 პუნქტიან ე.წ. წერილს აქვეყნებ, ბუნებრივია, უნდა  ერთი პუნქტი მაინც დაამთხვიო სინამდვილეს და შეგიძლია ეს შენ გააკეთო პოსტფაქტუმ. რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია სინამდვილეს დაამთხვიო ერთი ფაქტი, პოსტფაქტუმ. ოციდან ერთს თუ დაამთხვევ პოსტფაქტუმ, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. 

 

რაც შეეხება, ზოგადად, გამოძიებას  ამ საკითხის, ამით დაინტერესდებიან სამართალდამცავი ორგანოები და უკვე არიან დაინტერესებულები და ისინი ბოლომდე გაყვებიან, ბუნებრივია, ამ საქმეს”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, არ არსებობს არავითარი საფუძველი იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება შეუჩერდეს. 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იგი  ვერ ხედავს საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველსაც. 

 

„მოდით ნუ მივცემთ პოლიტიკურ დატვირთვას იმ საკითხს, რომელიც უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოში განხილული. საგამოძიებო კომისიაც არის ამის მცდელობა, რომ გადაიტანონ კონკრეტულმა ძალებმა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში. მოდით, დავტოვოთ ეს ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში. პატივი ვცეთ სისტემას და საგამოძიებო ორგანოები დადებენ დასკვნას ამასთან დაკავშირებით და პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, ყველას ექნება დაკვირვების საშუალება. არის მარტივ ფაქტზე საუბარი, რომ ამ ფაქტზე მსჯელობა შეუძლია თითოეულ ჩვენგანს. ვნახოთ, რა დასკვნას დადებს სამართალდამცავი უწყება და შესაბამისად, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჩვენ ამის შემდეგ იმაზე, არის თუ არა ეს დასკვნა და გადაწყვეტილება სამართლიანი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

საქართველოში რამდენი ადამიანი სარგებლობს სატელეფონო სერვისებით?

23 სექ 2019კვირის გრაფიკი

მობილური კავშირის მომხმარებელთა რაოდენობით საქართველო ევროპაში მოწინავე ადგილს იკავებს. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მონაცემების მიხედვით საქართველოში 100 ადამიანზე 146...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი