00:02 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
8 მარტის პარადოქსი - ფემინისტური დღესასწაული, რომელიც "ქალთა დასაჩუქრების" დღედ გადაიქცა
ირაკლი კობახიძე: ვერც პოლიტიკა და ვერც ბიზნესი ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის, თუ სამართალია დარღვეული

სიახლეები

8 მარტიდან ღამის ავტობუსი მუშაობას განაახლებს

 

„ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში, 8 მარტიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ ღამის ავტობუსი მუშაობას განაახლებს.

 

ღამის ავტობუსი მოძრაობას მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ დაიწყებს და პირველი გაჩერება დიდ დიღომში, სუპერმარკეტ „გუდვილთან“ ექნება. შემდეგ გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და სააკაძის I გასასვლელთან გაჩერდება. შემდეგ, „ღამის ავტობუსი“ მარჯვენა სანაპიროს პანდუსით გმირთა მოედანზე აუხვევს, თამარ მეფის გამზირისკენ მობრუნდება და წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით  სტადიონ „დინამო არენასთან“ მიიყვანს.  იგი სტადიონიდან გზას აღმაშენებლის გამზირისკენ განაგრძობს და მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გაჩერდება. ამის შემდეგ, იგი გაივლის მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) ქუჩებს და მგზავრებს ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაუჩერებს, ხოლო შემდეგ - თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე - „კონკასთან“.

 

ავტობუსი გადაკვეთს ბარათაშვილის ხიდს და მგზავრებს ევროპის მოედანზე მიიყვანს. იგი გზას გორგასალისა და გულუას ქუჩებისკენ განაგრძობს და აბანოებთან გაჩერდება. ორთაჭალის გავლის შემდგომ, ავტობუსს მორიგი გაჩერებები ექნება დოდაშვილის მოედანზე და მეტროსადგურ „ისანთან“. ავტობუსი კახეთის გზატკეცილით ჯავახეთის ქუჩას დაუკავშირდება და მოძრაობას მეტრო „ვარკეთილთან“ დაასრულებს.

 

საპილოტე მარშრუტზე „მანის“ მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული - 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ამასთანავე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს.

 

ღამის ავტობუსს შემდეგი გაჩერებები ექნება:

 

•           მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“;

•           ფარნავაზ მეფის გამზირი (ჰიპერმარკეტი „გუდვილი“);

•           მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის I გასასვლელის გადაკვეთა;

ვახუშტი ბაგრატიონისა და რაფაელ აგლაძის ქუჩების გადაკვეთა;

•           სტადიონი „დინამო არენა“;

•           დავით აღმაშენებლის გამზირი #106;

•           პირველი რესპუბლიკის მოედანი;

•           მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“;

•           ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. „კონკა“;

•           ევროპის მოედანი;

•           გორგასალის მოედინი - გორგასალის ქ. #1-თან

•           ვახტანგ გორგასალის ქ. #7 - აბანოებთან;

•           დოდაშვილის მოედანი;

•           მეტროსადგური „ისანი“;

•           მეტროსადგური „ვარკეთილი“.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული