10:44 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
M1 კატეგორიის ელექტროძრავით აღჭურვილი ავტომობილების ინსპექტირებისთვის დადგენილი საფასური 20 პროცენტით მცირდება
Bloomberg: საფრანგეთმა და გერმანიამ დაბლოკეს აშშ-ის შეთავაზება, ქერჩის სრუტეში დასავლური სამხედრო ხომალდების შესვლასთან დაკავშირებით

სიახლეები

ლევან დავითაშილი: "ჯანსაღი გარემო შეიქმნა იმ პირობებში, როდესაც არ მოხდა რთვლის სუბსიდირება"

 

„ჯანსაღი გარემო შეიქმნა იმ პირობებში, როდესაც არ მოხდა რთვლის სუბსიდირება. ყურძენზე საკმარისი მოთხოვნა იყო, რამაც განაპირობა ყურძნის მაღალ ფასებში რეალიზაცია. კახეთის რეგიონმა 300-მდე მლნ ლარამდე შემოსავლები მიიღო“- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

 

2018 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 292 კომპანიის მიერ 245 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

 

► რეალიზებული ყურძნის ღირებულებამ 312 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

 

► ყურძენი 22 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

 

დავითაშვილმა ასევე ისაუბრა იმ დოკუმენტზე, რომელიც 2019 წლიდან ნედლეულის რეგიონიდან გატანის შეზღუდვას გულისხმობდა:

 

„ეს იყო ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა, რომ ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარის“ სანედლეულო ყურძნის ჯიშების „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ გადამუშავება ადგილზე მომხდარიყო.

 

მომზადდა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც გულისხმობდა 2019 წლიდან ნედლეულის რეგიონიდან გატანის შეზღუდვას და ადგილზე გადამუშავებას.

 


შედეგად, გაიხსნა რამდენიმე ახალი მარანი, თუმცა ბოლო შეფასებით, ადგილზე არსებულ საწარმოების რესურსი 700 ტონას აღწევს. გასულ წელს რაჭის რეგიონში 1500 ტონამდე „ალექსანდროული“ და „მუჯურეთული“ გადამუშავდა. ამ ფონზე, აღნიშნული სიმძლავრეების გათვალისწინებით, ადგილობრივ მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პროცესში სირთულეები შეექმნება. ამიტომ, ამაზე კიდევ უნდა ვიმსჯელოთ, რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები. ამ თემაზე მუშაობა და დიალოგი ადგილობრივ მოსახლეობასთან ამ ეტაპზეც გრძელდება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...