11:20 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2018 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.3 პროცენტი შეადგინა
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

სიახლეები

დიდი არტისტი და პედოფილი - ჯექსონის შემოქმედება მუსიკალური ჩარტებიდან ქრება

 

მიუხედავად მაიკლ ჯექსონის ოჯახის პროტესტისა და მუსიკოსის უამრავი თაყვანისმცემლის აღშფოთებისა, დოკუმენტურმა ფილმმა „ნევერლენდის დატოვება“, ბევრის აზრით, დასკვნითი წერტილი დაუსვა შეკითხვას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პეროდულად ჩნდებოდა: „იყო თუ არა პედოფილი მაიკლ ჯექსონი?„

 

როგორც ჩანს, მოგვიწევს შევეგუოთ, რომ გენიალური მაიკლ ჯექსონი უმძიმესი ფსიქოლოგიური დარღვევის მქონე იყო და განიცდიდა სექსუალურ ლტოლვას ბავშვებისადმი. არავითარი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ ორი ადამიანი, რომლებიც ღიად და გულწრფელად, ფაქტებისა და არგუმენტების დამოწმებით, ყვებიან თავიანთი ცხოვრების ტრაგედიას, ცრუობენ.

 

როგორც ჩანს, მუსიკოსი იყენებდა მათ ბავშვურ აღტაცებას და მათზე ძალადობდა. ეს დიდხანს გრძელდებოდა. მაიკლ ჯექსონი რომ ცოცხალი იყოს, ამ ფაქტის გახმაურებას მოჰყვებოდა ხანგრლივი და, ალბათ, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სასამართლო პროცესი, რომელიც მის კარიერის დიდ ნაწილს შეიწირავდა. თუმცა მაიკლ ჯექსონი 10 წლის წინ გარდაიცვალა, და ახლა დაისმის კითხვა: რა ვქნათ, როგორ მოვექცეთ პოპის მეფის უმდიდრეს შემოქმედებას - მუსიკას, რომელიც ერთნაირად უყვართ დედამიწის ყველა წერტილში?

 

„დოკუმენტური ფილმის მესამე წუთზევე ნათელი იყო, რომ მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობა აღარასდროს იქნებოდა ისეთი, როგორიც აქამდე იყო“, - წერს ბრიტანული Guardian-ის კორესპოდენტი, რომელიც  Sundance-ის კინოფესტივლის ჩვენებას ესწრებოდა.

 

მას შემდეგ, რაც ფილმი  HBO-ს პირდაპირ ეთერში გადაიცა,  კანადის, აშშ-ისა და ახალი ზელანდიის მრავალმა რადიოსადგურმა გამოაცხადა, რომ ეთერიდან ხსნის ჯექსონის სიმღერებს. ზოგიერთმა კომპანიამ ეს ნაბიჯი ხმაურიანი განცხადების გარეშე გადადგა, თუმცა მსმენელებმა შეამჩნიეს, რომ ჯექსონი პროგრამებში აღარ არის. მისი შემოქმედება მისმა პედოფილიამ გააქრო მუსიკალური სიებიდან. მაგალითად, მსმენელებმა შენიშნეს, რომ BBC-ის "რადიო 2-ის" ეთერში ჯექსონი 24 თებერვლის შემდეგ არ გაჟღერებულა. მუხედავად იმისა, რომ რადიოში ამგვარი ცენზურის დაწესებას უარყოფენ, ნათელია, რომ ეს დამთხვევა არ არის. 

 

გარდა ამიას, საკითხი მხოლოდ მორალური სასჯელის დაკისრების და პოპულარობის შემცირების კუთხით არ დგას. ჯექსონის მემკვიდრეობა მილარდობით დოლარს შეადგენს. ჟურნალ Forbes-ის გამოთვლით, 2009 წელს გარდაცვლილმა მომღერალმა გარდაცვალების შემდეგ  400 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

 

ჯექსონის შთამომავლების შემოსავლის ძირითადი წყარო კვლავ არის მუსიკალური გამომცემლობა EMI Music, წილი კორპორაცია Sony-ში და ალბომები. მათ, უდიდესი ალბათობით, მოუწევთ ფინანსურად დაზარალდნენ, ეს გარდაუვალია. რა ტიპის იქნება ეს ზარალი და ექნება თუ არა მას კომპენსაციის სახე, ამას სასამართლო გადაწყვეტს.

 

მაიკლ ჯექსონის თაყვანისმცემლებს მაინც არ სჯერათ, რომ ვეიდ რობსონისა და ჯეიმს სეიფჩუკის მონათხრობი - თითქოს ჯექსონი მათზე წლების განმავლობაში ძალადობდა - სიმართლეს შეესაბამება და მთელ მსოფლიოში მართვენ პერფორმანსებს პოპის მეფის შემოქმედებითი მემკვიდრეობის დასაცავად.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული