06:59 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რუსეთის "მავნებლური გავლენის" შესაჩერებლად ტრამპი ბიუჯეტში 500 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითხოვს
მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ცენტრი კვლავ ნიუ-იორკია

სიახლეები

ჟურნალ „Skylife“-ში თბილისის შესახებ სტატია დაიბეჭდა

 

ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითადა თურქულ ავიახაზებთან (TurkishAirlines) თანამშრომლობით, აღნიშნული ავიაკომპანიის ჟურნალის„Skylife“ მარტის თვის გამოცემაში დაიბეჭდა თურქულ-ინგლისურენოვანი სტატია თბილისის შესახებ.


სტატიაში საუბარია თბილისის ღირსშესანიშნაობებზე, ქართულ კულტურასა და ხელოვნებაზე, არქიტექტურაზე, სამზარეულოზე. 


სტატიის ავტორი დეტალურად აღწერს თბილისის ტურისტულ პოტენციალს.


თბილისის ისტორიული ხედებით აღფრთოვანებული ავტორი წერს: "ნარიყალას განუმეორებელი ხედი ჩამჩურჩულებს: მე ვარ თბილისი,მე გიჩვენებ წარსულს და მომავალს ერთი სურათით"-აღნიშნავს ავტორი.


სტატიის ბოლოს, ავტორი თბილისს კვლავ დაბრუნების იმედით ტოვებს:


"თბილისი იწვევს ჩემში სურვილს,რომ კვლავ დავბრუნდე და ვნახო მისი თვალწარმტაცი ბუნება.იგი მაიძულებს უფრო მეტად შემიყვარდეს მისი კულტურა.ეს გრძნობა კიდევ უფრო ძლიერდება,როცა აეროპორტში ვკითხულობ ფრაზას-"Tbilisi loves you". თბილისო, მეც მიყვარხარ"-წერს ავტორი.


აღსანიშნავია, რომ თურქული ავიახაზების 70 მილიონამდე მგზავრს მიეცემა შესაძლებლობა გაეცნოს ზემოაღნიშნულ სტატიას და მიიღოს ვრცელი ინფორმაცია თბილისის ტურისტული პოტენციალის შესახებ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...