17:14 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დილა მშვიდობის
ჟურნალ „Skylife“-ში თბილისის შესახებ სტატია დაიბეჭდა

სიახლეები

რუსეთის "მავნებლური გავლენის" შესაჩერებლად ტრამპი ბიუჯეტში 500 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითხოვს

 

 

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესს ქვეყნის 2020 ფინანსური წლის (2019 წლის ოქტომბერში იწყება) ბიუჯეტში ევროპასა და სხვა კონტინენტებზე „რუსეთის მავნებლური გავლენის“  შესაჩერებლად 500 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას სთხოვს.

 

პროექტის დოკუმენტი თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა: „ბიუჯეტი თვალისწინებს 500 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, რათა ევროპაში, ევრაზიასა და ცენტრალურ აზიაში დაიცვას ამერიკის მოკავშირეთა ტერიტორიული მთლიანობა, არ დაუშვას მათთვის რუსული სამხედრო ტექნიკის მიწოდება, შეამციროს მაკროეკონომიკური პრობლემები და შეაჩეროს რუსეთის გავლენის გაძლიერება მათ ენერგეტიკულ და სავაჭრო სფეროებში“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

 

ტრადიციულად, დოკუმენტში აღნშნულია, რომ ამერიკის პრიორიტეტი არის რუსეთისა და ჩინეთისთვის სტრატეგიული წინააღმდეგობის გაწევა.

 

ექსპერტების შეფასებით, დონალდ ტრამპის მიერ შედგენილ ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს კონგრესი, რადგან მასშტი კვლავ არის საუბარი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის თანხის გამოყენებაზე.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ გაიზარდა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება

24 ივნ 2019კვირის გრაფიკი

რუსეთი საქართველოსთვის უმსხვილესი საგარეო ეკონომიკური პარტნიორია. რუსეთიდან უცხოური ვალუტის შემოდინება ძირითადად სამი არხით ხორციელდება: ტურიზმი, ფულადი გზავნილები და ექსპორტი. თუ 2015...

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...