12:00 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Boeing 737 Max-ის მეორე კატასტროფა ბოლო ნახევარ წელიწადში - Boeing-ის აქციები 10%-ით დაეცა
ნავთობის ფასი გაიზარდა

სიახლეები

რა გზებით აპირებს მთავრობა აზრიურ ფაროსანასთან ბრძოლის გაგრძელებას

 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას და და მავნებლის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებსა და მეთოდებს საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილავენ.

 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

 

აქტიური საინფორმაციო კამპანია - მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა;

 

მონიტორინგი - აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენა, მავნებლის განვითარების ფაზების, პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკის და ღონისძიებების ჩატარების ვადების განსაზღვრა;

 

აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებები - მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა;

 

სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები - საქართველოს პირობებში, აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლა, ბიოლოგიური მტრების გამოვლენა, მცენარეთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის, ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის დადგენა.

 

კონფერენციაში მსოფლიოს 26 ქვეყნიდან - ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აზიიდან და ოკეანეთის ქვეყნებიდან ჩამოსული მეცნიერები, ასევე, ქართული სამეცნიერო წრეების, დარგობრივი გაერთიანებების წარმომადგენლები და სახელმწიფო რწმუნებულები მონაწილეობენ და და ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებსა და მეთოდებს განიხილავენ.

 

კონფერენციის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფიტოსანიტარიული ზომების კომისიის სხდომაზე განიხილავენ.

 

2018 წელს, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ, 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელში დამუშავებულია 790 000 ჰექტრამდე ფართობი.

 

საეთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) მხარდაჭერით იმართება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...