14:43 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თევზჭერაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 29%-ით გაიზარდა
ნავთობის ფასი გაიზარდა

სიახლეები

უახლოეს პერიოდში საქართველო 2 მილიარდი დოლარის ახალ ინვესტიციებს მიიღებს ენერგეტიკის სფეროში

 

ენერგეტიკის სფეროში ახალი პროექტები ქვეყანას უახლოეს პერიოდში 2 მილიარდი დოლარის ახალ ინვესტიციებს მოუტანს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, სამინისტროს აქვს მთავრობის და პრემიერის დავალება, რომ ენერგეტიკაში მაქსიმალურად გაააქტიუროს მხარდაჭერა ინვესტორების მიმართ.

 

ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ახალი 900 ჯამური მეგავატის დადგმული სიმძლავრის 50-მდე პროექტი შევიდა. „მათი ნაწილი უკვე იქცა მემორანდუმად, ნაწილიც უახლოეს პერიოდში იქცევა მემორანდუმად და დაიწყება მშენებლობები. ეს არის დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის დამატებითი, ახალი ინვესტიცია, რომელიც უახლოეს პერიოდში აისახება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე იწყება ახალი პროექტები განახლებად ენერგიებში, კერძოდ, 300 მეგავატის ხუთი ახალი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა უკვე წელს დაიწყება, ასევეა მზის ელექტროსადგურებთან დაკავშირებითაც - ნათია თურნავას ინფორმაციით, მზის 30-დან 50-მდე მეგავატი სიმძლავრის პირველი ელექტროსადგურის ტენდერი შედგება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად.

 

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს ინტენსიფიკაცია, თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევაა, მათ შორის განსაკუთრებით რთულია მსხვილი პროექტების წარმოება, რადგან მოსახლეობასთან მეტი მუშაობაა საჭირო, ასევე გარემოსდაცვითი რისკების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...