07:02 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის განთავსება მკაცრად გაკონტროლდება
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.6 პროცენტით გაიზარდა

სიახლეები

არსებობს 7 ადამიანი, რომელსაც მსოფლიოში ინტერნეტის გათიშვა შეუძლია

 

ინტერნეტის გლობალურ ქსელს 30 წელი შეუსრულდა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტების ინტერნეტის ქსელის შესახებ:

 

ინტერნეტის პირველი ქსელი ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის - CERN-ის ბაზაზე დაიბადა. აქვე შეიქმნა პირველი ვებგვერდი, სპეციალური პროგრამული ენის HTML-ის საშუალებით.

 

ინტერნეტი პატარა ლაბორატორიიდან „დაიწყო“ და მას დღემდე რეალური ადმიანები იცავენ. 7 ადამიანს აქვს გასაღები, რომლითაც ინტერნეტის გლობალური ქსელის გადატვირთვა შეიძლება, ტექნოლოგიური კატასტროფის ან მასშტაბური ჰაკერული შეტევის დროს.

 

კომპანია Incapsula-ს კვლევის თანახმად, თანამედროვე ინტერნეტ ტრეფიკის 51%-ს ბოტები და ხელოვნური ინტელექტი ახორციელებს.

 

ამჟამად მსოფლიოში ყოველდღიურად იგზავნება 281 მილიარდი ელექტრონული წერილი.

 

ინტერნეტის გლობალურ ქსელს ერთმანეთთან 300-ზე მეტი წყალქვეშა სადენი აერთებს. თითოეული მათგანის დაზიანებას შეუძლია ინტერნეტის გარეშე დატოვოს მილიონობით ადამიანი.

 

ინტერნეტის ქსელის შენარჩუნებისა და ინტერნეტით მონაცემების გადაცემისთვის გლობალური ელექტრომომარაგების 20% იხარჯება.

 

სამყაროს ყველაზე პოპულარული ვებგვერდი არის Netflix, მას გლობალური ინტერნეტ-ტრაფიკის 15% უკავია.

 

ყველაზე სწრაფი ინტერნეტი არის ისლანდიაში. აქ ინტერნეტის საშუალო სიჩქარე წამში 150 მეგაბიტს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...