11:17 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მსოფლიოში ქართველების თავშესაფრის არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება
ლევან სურგულაძე: "საპენსიო ფონდში პირველი ასი მილიონი შეგროვდა"

სიახლეები

FInancial Times: გაზი, როგორც პუტინის პოლიტიკური ინსტრუმენტი ევროპაში

 

ევროპა რუსული გაზის იმედად არ უნდა დარჩეს, წერს Financial Times-ში აშშ-ის ელჩი ევროკავშირში გორდონ სონდლენდი.

 

ევროპაში განიხილავენ რუსული გაზის ინფრასტრუქტურაში მილიარდობით ევროს ინვესტირების მიზანშეწონილობას. ამ ინფრასტრუქტურის ნაწილია „ჩრდილოეთის ნაკადი 2.“

 

რუსული ენერგეტიკის სფეროში ფულის დაბანდება საჭირო არ არის, მიიჩნევს სონდლენდი. მისი აზრით, არ არსებობს ამის საჭიროება, რადგან უკვე არსებობს ალტერნატიული მომწოდებლები, მისაღებ ფასად, და ისინი სულ უფრო მეტი ხდება - აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნები, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნები და ა.შ.

 

მისი აზრით, ახლა ევროპას უნიკალური შანსი აქვს, შეამციროს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე. „ხუთი წლის წინ რუსეთი უკანონოდ შეიჭრა ყირიმში, რამაც გააჩინა საფრთხე, რომ რუსული გაზი ევროკავშირში უკრაინის გავლით ვეღარ შევიდოდა, როგორც ეს უკვე მოხდა 2006 და 2009 წელს. სწორედ ამ საგანგაშო ზარის შემდეგ, ევროკავშირმა ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციაზე მუშაობა დაიწყო“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

 

მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ რჩევა ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მთავარ მიმწოდებლად. მეტიც, თუ 2014 წელს რუსული გაზის წილი ევროპის მიერ იმპორტირებული მთლიანი გაზის 30%-ს შეადგენდა, ახლა ეს მაჩვენებელი 37%-ს შეადგენს. ამ ფონზე, თუ ევროპა დაუშვებს კიდევ ერთი ბუნებრივი გაზის არტერიის გაჩენას ევროკავშირის შუაგულში (ჩრდილოეთის ნაკადი 2), ის ტროას ცხენს მიიღებს, წერს Financial Times.

 

თუ რუსეთი ევროპაში რუსული გაზის შეტანას უკრაინის გვერდის ავლით შეძლებს, ეს იქნება დამატებითი ბერკეტი ვლადიმერ პუტინის ხელში, დაარღვევს უკრაინის უსაფრთხოებას და გახდის დასავლეთს უფრო დაუცველს რუსეთის წინაშე.

 

ამერიკის ელჩს მიაჩნია, რომ ევროპის ენერგომომრაგებაში აშშ-ს საკვანძო როლის შესრულება შეუძლია. მისი თქმით, 2019 წლის ბოლოს ამერიკა გახდება თხევადი ბუნებრივი გაზის რიგით მესამე უმსხვილესი ექსპორტიორი, ყატარისა და ავსტრალიის შემდეგ.

 

„ის არგუმენტი, რომ ჩვენ რუსულ პროექტებს ევროპაში ამერიკული ექსპორტის გაზრდის მიზნით ვეწინააღმდეგებით, დიდი შეცდომაა. ჩრდილოატლანტიკული ურთიერთობები ყოველთვის გულისხმობდა მხარდაჭერას ენერგეტიკულ სფეროში და ეს ცივი ომის შემდეგ ასეა“, - აღნიშნა დიპლომატმა.

 

სონდლენდი ამბობს, რომ ახლა ევროკავშირი ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე დგას: როგო გაათბოს მომავალში სახლები. „პუტინი იყენებს ენერგიას, როგორც პოლიტიკურ იარაღს. ევროპა არ უნდა დაეყრდნოს ჰარი პოტერის მთავარ ვილანს, ვოლან-დე-მორტს, მაშინაც კი, თუ ეს უფრო იაფი უჯდება“, - წერს გორდონ სონდლენდი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული