06:06 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
GCAA-მ უსაფრთხოების მიზნით Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენები შეაჩერა
ადამიანის უფლებათა დამცველ ქალბატონს ირანში გაროზგვა და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

სიახლეები

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციის პროექტით უკმაყოფილოა

 

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციის პროექტით უკმაყოფილოა.

 

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არსებული პროექტი გადასახედია, რადგან ის არც დიზაინით და არც სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით, მისაღები არ არის.

 

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელობაზე ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. კერძოდ, იმაზე, რომ აუცილებელია ტრანსპორტის განახლება, მოწესრიგება, რათა იგი ყველაზე კომფორტული და სწრაფი იყოს. მეტროსადგურების განახლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება იმას, რაც გვინდა. შესაბამისად, ვიწყებთ მათ რეაბილიტაციას, თუმცა გუშინ მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გავეცანი და მიმაჩნია, რომ მათი წარმოება ამ ფორმით და დიზაინით, პირადად ჩემთვის და ალბათ ყველასთვის, ვინც ამას ნახავს, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არ ვსაუბრობთ კოსმეტიკურ შეკეთებაზე. იმან, რასაც გავაკეთებთ, ათეულ წლებს უნდა გაძლოს და საუკეთესოდ უნდა იყოს შესრულებული. ვფიქრობ, რომ არსებული პროექტი გადასახედია, რადგან არც დიზაინით და არაფრით მისაღები არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს სთხოვა, აღნიშნულ პროექტს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან“ ერთად გადახედონ, რათა მეტროსადგურში სამუშაოები რაც შეიძლება მალე განახლდეს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...