11:27 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დილა მშვიდობის
ბრიტანეთის პარლამენტმა "ხისტი ბრექსიტი" გამორიცხა - ევრო და გირქვანქა სტერლინგი გამყარდა

სიახლეები

ტრამპი: აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირება დასასრულს მიუახლოვდა

 

 

ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებაში უდიდესი პროგრესია მიღწეული, თუმცა აშშ არ აპირებს ამ მიმართულებით მოვლენების დაჩქარებას და ფორსირებას შეეცადოს.

 

ამ საკითხზე ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისაუბრა, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. მის გამოსვლას პირდაპირ ეთერში გადასცემდა ამერიკული ტელეარხების უმეტესობა.

 

„ვფიქრობ, რომ საქმეები ძალიან კარგად მიდის. შევხედავთ, როდის შეგვეძლება გამოვაცხადოთ კონკრეტული რიცხვი (აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმების დადების თრიღი)“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ტრამპის თქმით, უდიდესი ალბათობით, შეთანხმება შედგება და ახლა ყველაფერი ამას მოასწავებს. გარდა ამიას, ტრამმა აღნიშნა, რომ შეთანხმება უნდა იყოს „კარგი“, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მას „ხელს არ მოაწერს“.

 

რაც ნიშნავს, რომ შეთანხმება უნდა შეიცავდეს პეკინის მხრიდან სტრუქტურული რეფორმების გატარების ვალდებულებას ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის საკითხში.

 

ტრამპის თქმით, საბოლოო დეტალების განხილვა მას სი ძინპინთან ერთად სურს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმება საბოლოო სახეს უახლოეს მომავალში მიიღებს და 27 მარტს, სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრით დასრულდება. 


შეგახსენებთ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-მ სავაჭრო ომი წამოიწყო. 2018 წლის მაისში რკინისა და ალუმინის იმპორტზე 25% და 10%-იანი გადასახადები ამოქმედდა, როგორც ჩინეთისთვის, ისე ევროკავშირის ქვეყნებისთვის, რასაც კონფლიქტის ესკალაცია მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი