06:07 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პრემიერი ტოკიოში იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებს შეხვდა
ტრამპი: აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირება დასასრულს მიუახლოვდა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

14 მარ 2019სხვა

 

დილის საკითხავი

 

„მსოფლიოში ცნობილ იაპონურ ჰოლდინგთან განვიხილეთ მოტივტივე მზის ელექტროსადგურების საქართველოში შექმნისა და განვითარების საკითხები, რაც, ვფიქრობთ, ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის იმ მიმართულებისთვის, რომელიც განახლებადი ენერგიების ათვისებას გულისხმობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინოვაცია იქნება“ - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ იაპონიაში, ელექტროენერგეტიკული ჰოლდინგის, TEPCO-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრთან ერთად ტოკიოში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე და სსიპ „აწარმოე საქართველოში “ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებაში უდიდესი პროგრესია მიღწეული, თუმცა აშშ არ აპირებს ამ მიმართულებით მოვლენების დაჩქარებას და ფორსირებას შეეცადოს. ამ საკითხზე ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისაუბრა, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. მის გამოსვლას პირდაპირ ეთერში გადასცემდა ამერიკული ტელეარხების უმეტესობა „ვფიქრობ, რომ საქმეები ძალიან კარგად მიდის. შევხედავთ, როდის შეგვეძლება გამოვაცხადოთ კონკრეტული რიცხვი (აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმების დადების თრიღი)“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ტრამპის თქმით, უდიდესი ალბათობით, შეთანხმება შედგება და ახლა ყველაფერი ამას მოასწავებს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 3 ქართული კომპანია ჰონგ-კონგში ტყავის და ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში „APLF” მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული გამოფენა, რომელიც 13-დან 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბურია ამ სფეროში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტყავის პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს. გამოფენა დაახლოებით 23 000-ზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 1 200-ს აღემატება. ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარადგენს სამი ქართული ტყავის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, კერძოდ: „გეფერინი“, „ჰუმანოიდი“ და „კოსმო“. აღნიშნულ გამოფენაზე, მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები.

ბრიტანული გირვანქა სტერლინგისა და ევროს კურსი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უარყო დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების ის სცენარი, როცა ბრექსიტი ყოველგვარი შეთანხმდების გარეშე მოხდება. ამ ფონზე ბრიტანეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 2,04%-ით გაიზარდა, გუშინ დათმობილი პოზიციები დაიბრუნა და ერთი ფუნტის ღირებულებამ 1,3342 აშშ დოლარს მიაღწია. თავის მხრივ, 1,61%-ით გამყარდა ევრო, რომელმაც უკან მოიტოვა ბოლო ორი წლის მინიმალური ნიშნული და ამჟამად 1 ევრო 1,177 აშშ დოლარი ღირს. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ტერეზა მეის ინიციატივას იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება რატიფიცირებული შეთნხმების გარეშე საკანონმდებლო დონეზე გამოერიცხათ.

„აშშ-მ, სანქციების დაწესებით, ირანს ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 1,5 მილიონი ბარელით შეუზღუდა, - განაცხადა ირანის საკითხში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბრაიენ ჰუკმა ჰიუსტონში მიმდინარე CERAWeek-ის ენერგეტიკულ კონფერენციაზე. „ჩვენ შევამცირეთ ირანის ნავთობმოპოვება 1,5 მილიონი ბარელით. ამან რეჟიმს დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მოუსპო. ეს მნიშვნელოვანი და საგრძნობია“, - განაცხადა ჰუკმა. მისი ინფორმაციით, გასულ წელს ირანიდან ნავთობის ექსპორტი დღე–ღამეში მინიმუმ 2,5 მლნ ბარელს შეადგენდა. ამჟამად ირანი დღე-ღამეში მხოლოდ 1,1 მილიონ ბარელ ნავთობს ყიდის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ ამ მაჩვენებლის შემცირება კიდევ 45%-ით მოხდება, 600 ათას ბარელამდე.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...