06:04 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სად მიფრინავენ ყველაზე ხშირად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
ნავთობის ფასი გაიზარდა

სიახლეები

აშშ-ის სანქციებმა ირანიდან ნავთობის ექსპორტი დღე-ღამეში 1,5 მილიონი ბარელით შეზღუდა

 

 

„აშშ-მ, სანქციების დაწესებით, ირანს ნავთობის მოპოვება და ექსპორტი დღე-ღამეში 1,5 მილიონი ბარელით შეუზღუდა, - განაცხადა ირანის საკითხში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბრაიენ ჰუკმა ჰიუსტონში მიმდინარე CERAWeek-ის ენერგეტიკულ კონფერენციაზე.  

 

„ჩვენ შევამცირეთ ირანის ნავთობმოპოვება 1,5 მილიონი ბარელით. ამან რეჟიმს დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მოუსპო. ეს მნიშვნელოვანი და საგრძნობია“, - განაცხადა ჰუკმა.

 

მისი ინფორმაციით, გასულ წელს ირანიდან ნავთობის ექსპორტი დღე–ღამეში მინიმუმ 2,5 მლნ ბარელს შეადგენდა. ამჟამად ირანი დღე-ღამეში მხოლოდ 1,1 მილიონ ბარელ ნავთობს ყიდის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ ამ მაჩვენებლის შემცირება კიდევ 45%-ით მოხდება, 600 ათას ბარელამდე.


შეგახენებთ, ბირთვული შეთანხმება თეირანთან  2015 წელს გააფორმა 6-მა დიდმა სახელმწიფომ: რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა, აშშ-მ, საფრანგეთმა და გერმანიამ. 2018 წლის მაისში შეთანხმება ცალმხრივად გაწყვიტა აშშ-ის პრეზიდენტმა და სასანქციო რეჟიმი აღადგინა. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...