11:36 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2019 წელს 5 ახალი 300 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება
დიდი ბრიტანეთის 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1,2%-მდე შემცირდა

სიახლეები

"ბანკი ქართუ" რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

 

„ბანკი ქართუ“ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლოში საქმის აღძვრას აპრებს. ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადელაშია საუბარი, რომელსაც აგორა უცვლელად გთავაზობთ:

 

„ბანკი ქართუ“ ეხმიანება 2019 წლის 9 მარტს, „რუსთავი 2“-ში „შაბათის კურიერში“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბანკის ფულის გათეთრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

 

„ბანკი ქართუ“, მის კლიენტებთან საქმიან ურთიერთობაში, სრულად ასრულებდა და ასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ვალდებულებებს.

 

„რუსთავი 2“-ის სიუჟეტში მოყვანილ პირთან, გარი შალელაშვილთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ გარი შალელაშვილი არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 2013 წლიდან ბანკში ჰქონდა გახსნილი ანგარიში (გარი შალელაშვილს ანგარიში გახსნილი ჰქონდა საქართველოს სხვა კომერციულ ბანკებშიც). ამასთან, ანგარიშის გახსნის დროს არ არსებობდა ინფორმაცია (არც საჯარო სივრცეში და არც ბანკისთვის ხელმისაწვდომ სპეციალურ საძიებო ბაზებში) გარი შალელაშვილზე, როგორც რაიმე მაქინაციურ გარიგებებში მონაწილე/ბრალდებულ პირზე. გარი შალელაშვილი საქმიანობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რაც კიდევ უფრო აძნელებდა ამ პირის საქმიანობის შესახებ მონაცემების სრულყოფილ შესწავლას.

 

2014 წლის დეკემბრის თვეში გარი შალელაშვილმა გამოთქვა სურვილი, ბანკის მიერ სხვა პირზე გაცემული კრედიტის ასანაზღაურებლად დასაკუთრებული ერთ-ერთი აქტივის შეძენაზე. ამ აქტივის, როგორც ბანკის არაპროფილური აქტივის, ოპერატიულად გასხვისების ვალდებულება ბანკს გააჩნდა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციიდან გამომდინარე. მხარეთა შორის შედგა შეთანხმება და ბანკმა აღნიშნული აქტივი გაასხვისა საბაზრო ფასში. დაინტერესების შემთხვევაში ბანკი იმავე ქონების რეალიზაციის გარიგებაში შევიდოდა შეძენით დაინტერესებულ სხვა პირთანაც.

 

გარი შალელაშვილის მიმართ 2015 წლის 21 ივლისს, ანუ ბანკისგან ზემოაღნიშნული აქტივის დასაკუთრებიდან 6 თვეზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ, მოხდა ბრალის წაყენება სხვადასხვა ფინანსურ დანაშაულში და აღნიშნული ინფორმაცია განთავსდა საჯარო სივრცეში (იხ. ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიის (SEC) ვებ-გვერდი: https://www.sec.gov/news/pressrelease/2015-152.html , ასევე ამერიკის სახელმწიფო პროკურორის ბრიფინგი: https://www.youtube.com/watch?v=U1APuESKVgI&t=38s ). აღნიშნული ინფორმაცია, საჯაროდ განთავსების შემდგომ, 2015 წლის 4 აგვისტოს, ცნობილი გახდა „ბანკი ქართუსთვის“, რაზეც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვაცნობეთ 2015 წლის 7 აგვისტოს, 2015 წლის 10 აგვისტოს და 2015 წლის 12 აგვისტოს, ინფორმაციის წყაროების და სხვა დეტალების მითითებით.

 

2015 წლის 12 აგვისტოს ბანკმა ასევე განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიაწოდა ინფორმაცია შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით. სწორედ პროკურატურაში „ბანკი ქართუს“ განცხადების შეტანის შემდეგ, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, 2015 წლის აგვისტოს თვეში განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები, დოკუმენტაციისა და ინფორმაციების ბანკიდან ამოღება და გამოძიების პროცესში გამოკვეთილი პირების ანგარიშების დაყადაღება.

 

ბანკის კანონშესაბამისი, თანმიმდევრული და დროული მოქმედებებით გახდა შესაძლებელი ფინანსური მაქინაციებში შესაძლო მონაწილე პირების მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად ჩატარება, რაც გამორიცხავს ფულის გათეთრებაში ბანკის რაიმე ფორმით მონაწილეობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის სისწორეს.

 

„ბანკი ქართუ“ მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ ბანკის რეპუტაციის შემლახავი, გადაუმოწმებელი და სინამდვილესთან შეუსაბამო ფაქტების გავრცელებისგან. მსგავსი ცრუ ბრალდებები დიდ ზიანს აყენებს ბანკის რეპუტაციას და პარტნიორ ორგანიზაციებთან მის ურთიერთობას.

 

„ბანკი ქართუს“ განზრახული აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს „შაბათის კურიერში“ გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით, რათა სასამართლო წარმოების გზით განხორციელდეს ბანკის საქმიანი რეპუტაციის დაცვა, ასევე დადგეს ცილისმწამებლური განცხადებების გამავრცელებელი პირების სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი“, - ვკითხულობთ "ბანკი ქართუს" განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული