11:02 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რუსეთი მეზობელი ქვეყნებიდან 5-10 მილიონი მიგრანტის მიზიდვას და მათთვის მოქალაქეობის მინიჭებას გეგმავს
2019 წელს 5 ახალი 300 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება

სიახლეები

Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

 

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისი ბანკი ზედიზედ უკვე მერვედ დაასახელა საუკეთესო ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს თიბისი ბანკის მიერ მომხმარებლებისთვის საუკეთესო საბანკო სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

 

2019 წლის საუკეთესო ბანკები სპეციალურად დაჯილდოებისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია. შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენდა: აქტივების ზრდა, მომგებიანობის მაჩვენებელი, გეოგრაფიული დაფარვის არეალი, სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესების განვითარება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება.

 

“მოხარული ვართ, რომ Global Finance-ის კიდევ ერთი ჯილდო მივიღეთ. ეს აღიარება ხაზს უსვამს თიბისი ბანკის ძლიერ ფინანსურ შედეგებს, პროგრესს ციფრული სტრატეგიის განვითარების კუთხით და გუნდის ძალისხმევას, ბანკის მომხმარებლებს შესთავაზოს საუკეთესო მომსახურება და პროდუქტები. წლის ბოლოს კიდევ უფრო გაუმჯობესებული შედეგების მიღწევას ველით”, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

 

“თანამედროვე მომხმარებელი უპრეცედენტოდ მაღალ მოთხოვნებს უყენებს ფინანსური მომსახურების პროვაიდერებს. მათ მოეთხოვებათ თითოეულ მომხმარებელზე მორგებული, მაქსიმალურად უსაფრთხო მომსახურების გაწევა რეალურ დროში”, – განაცხადა ჯოზეფ დ. ჯარაპუტომ, ჟურნალ “Global Finance”-ის მთავარმა რედაქტორმა.

 

საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი “Global Finance” 1987 წელს დაარსდა და ის 50,050-იანი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. “Global Finance”-ის მკითხველებს წარმოადგენენ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. ჟურნალის ვებ-გვერდზე (GFMag.com) გამოქვეყნებული სტატიები და ანალტიკური მასალა ასახავს 32-წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე და მკითხველს სთავაზობს მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მონაცემებს 192 ქვეყნის შესახებ. ჟურნალის მთავარი ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, მისი ფილიალები კი წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

 

 

Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. გამოცემამ თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად აღიარა 2004, 2006, 2007 და 2012-2019 წლებში.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული