06:27 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
„ეს არის ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია“- დავით ზალკალიანი
რუსეთი მეზობელი ქვეყნებიდან 5-10 მილიონი მიგრანტის მიზიდვას და მათთვის მოქალაქეობის მინიჭებას გეგმავს

სიახლეები

ნათია თურნავა: "ენერგეტიკა წარმოადგენს ქვეყნის დამოუკიდებლობის წინაპირობას"

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენციის „ენერგეტიკა და გარემო“ ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს უნივერსიტეტების ენერგეტიკული ფაკულტეტების სტუდენტები. 

 

„ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია ქვეყნისთვის, იგი წარმოადგენს ქვეყნის დამოუკიდებლობის წინაპირობას, ხოლო ენერგეტიკოსის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია თანამედროვე საქართველოში,“ - განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ. მისი თქმით, საქართველოში მოქმედი ენერგეტიკული კომპანიები წარმატებით თანამშრომლობენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან მომავალი კადრების სტაჟირების და შემდეგ მათი დასაქმების მიმართულებით. 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა და განაცხადა, რომ თანამედროვე ენერგეტიკაში განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე დღის წესრიგში დგება ახალი პროფესიების მომზადების საკითხი, რისთვისაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ქვეყნის უმაღლეს სკოლებში. მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროებზე, რამაც სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია. 

 

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკული კომპანიების, მათ შორის, „საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის“, „თელასის“, „საქრუსენერგოს“ წარმომადგენლები, რომლებმაც დააწესეს სპეციალური ჯილდოები კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტებისთვის. 

 

სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენცია ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ტარდება. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...