17:55 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
„სწორი გზა, რომელიც ქვეყანაში საგანმანათლებლო სექტორს მოწინავე დარგად აქცევს“ - ჯეფრი დევიდ საქსი
ნათია თურნავა: "ენერგეტიკა წარმოადგენს ქვეყნის დამოუკიდებლობის წინაპირობას"

სიახლეები

„ეს არის ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია“- დავით ზალკალიანი

 

„ეს არის ანგარიში, რომელშიც ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შეფასება არ გვაქვს. ეს არის ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია.“ - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშის შესახებ განაცხადა.  

 

„ადამიანის უფლებები ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და საქართველო მიისწრაფვის იქითკენ, რომ ქვეყანა სრულ შესაბამისობაში და სტანდარტებში იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ეს აღიარებულია ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც გვქონდა საქართველო-ევროკავშირის საბჭოში, აღინიშნა პროგრესი და ხელშესახები მნიშვნელოვანი შედეგები, რომელიც ჩვენ დემოკრატიზაციის კონსოლიდაციის კუთხით გვაქვს. ჩვენთვის ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციები გასათვალისწინებელია და ყოველთვის ვითვალისწინებთ.– განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მინისტრის განცხადებით, ანგარიშში ყურადღება აქვს დათმობილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას და იქ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, მათ შორის საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილზე და მათ მკვლელობაზე.

 

„ანგარიშში საუბარია ოთხოზორია-ტატუაშვილზე და მათ მკვლელობაზე, ამის მიუღებლობაზე. არის პირდაპირ მოყვანილი ის შეფასებები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებას ეხება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოცულობითი ნაწილია. არჩევნებზე ანგრიშში  მოყვანილია ეუთო-ს დასკვა, რომელიც ჩვენთვის მანამდეც ცნობილი იყო. ამ დასკვნიდან ანგარიშში პირდაპირი ციტირებაა. დასკვნაში ჩვენ გვაქვს, როგორც პოზიტიური და მნიშვნელოვანი მომენტები, ასევე საუბარია ხარვეზებზე, რომელიც იყო. ხარვეზების შესახებ საქართველოს ხელისუფლობის პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

ამასთან, საგარეო საქმეთა მიისტრის განცხადებით, ანგარიშში ასევე საუბარია  წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზე და იმ განაჩენებზე, რომელიც უკვე სასამართლოებშია გამოტანილი.

 

“აქ საუბარია ასევე წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზე და იმ განაჩენებზე, რომელიც უკვე სასამართლოებშია გამოტანილი. ყველა ეს რეკომენდაცია და ის შეფასება, რაც ანგარიშშია, ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებები არ არის. ეს არის ის შეფასებები, რომელიც მათ საქართველოში მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა მიაწოდეს”- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ გაიზარდა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება

24 ივნ 2019კვირის გრაფიკი

რუსეთი საქართველოსთვის უმსხვილესი საგარეო ეკონომიკური პარტნიორია. რუსეთიდან უცხოური ვალუტის შემოდინება ძირითადად სამი არხით ხორციელდება: ტურიზმი, ფულადი გზავნილები და ექსპორტი. თუ 2015...

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...