06:35 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
​„2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგია თვისობრივად ახალი, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტია“ - დავით ზალკალიანი
„სწორი გზა, რომელიც ქვეყანაში საგანმანათლებლო სექტორს მოწინავე დარგად აქცევს“ - ჯეფრი დევიდ საქსი

სიახლეები

უგანდის მთავრობაში ეჭვობენ, რომ მათი საწარმოები ვენესუელას ოქროს სახელმწიფო მარაგებს ყიდულობენ

 

 

უგანდის მთვრობამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებული აქვს გამოძიება ქვეყნის უმსხვილესი გადამამუშავებელი საწარმოს წინააღმდეგ, რომელმაც ცოტა ხნის წინ 7,4 ტონა ოქროს  (300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების) იმპორტი განახორციელა.

 

ადგილობრივი პრესის ცნობით, ამ ოქროს წარმოშობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვები არსებობს. მთავრობაში ფიქრობენ, რომ ის ვენესუელას ოქროს სახელმწიფო მარაგების ნაწილია, რომელიც ქვეყნის მთავრობამ უკანონოდ გაყიდა, რათა სანქციების პირობებში საბიუჯეტო სახსრები გამოენახა. 

 

თავად კომპანია African Gold Refinery (AGR) აცხადებს, რომ ოქრო სამხრეთ ამერიკიდან არის იმპორტირებული, თუმცა უარყოფს კონტრაბანდის ვერსიას და ძვირფასი მეტალის წარმოშობასთან დაკავშორებით უფრო დეტალურ საჯარო განმარტებას არ აკეთებს. 

 

„მათ (ადგილობრივ პოლიციას) ყველა აუცილებელი დოკუმენტი წარვუდგინეთ. AGR-ის გარიგებები ყოველთვის კანონიერია და დოკუმენტაცია 100%-ით ლეგიტიმური“, - განუცხადა სააგენტო Reuters-ს კომპანიის წარმომადგენელმა.

 

კომპანიამ ოქროს ორი მსხვილი პარტია (3,8 ტონა და 3,6 ტონა) 2 და 4 მარტს მიიღო. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი ფრედ ენანგი ამბობს, რომ ამ ტვირთებს საბაჟო შემოწმება არ გაუვლიათ და მათი წარმოშობა ფრიად საეჭვოა.

 

ამბობენ, რომ უგანდა ახლა ოქროს  "გათეთრების" საერთშორისო ცენტრია და ადგილობრივი მოვაჭრეები კორუფციული გზით მოპოვებულ ძვირფას მეტალს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ყიდულობენ და ყიდიან. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...