06:33 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ჩინეთში სამრეწველო წარმოების ზრდის ტემპი მცირდება, უმუშევრობა კი იზრდება
უგანდის მთავრობაში ეჭვობენ, რომ მათი საწარმოები ვენესუელას ოქროს სახელმწიფო მარაგებს ყიდულობენ

სიახლეები

​„2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგია თვისობრივად ახალი, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტია“ - დავით ზალკალიანი

 

„ეს არის თვისობრივად ახალი, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, ეროვნული დონის დოკუმენტი, რომელიც წინა სტრატეგიებისგან განსხვავებით, არ იქნება მხოლოდ უწყებრივი დოკუმენტი და ის დამტკიცებული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ. მასზე მუშაობის პროცესში ჩვენი მიზანი იყო რაც შეიძლება ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა და პირველად მოხდა, რომ სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობდნენ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საზღვარგარეთ ჩვენი დიპლომატიური მისიები, ისე სამთავრობო სტრუქტურების, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ყველა ის სექტორული მიმართულება და მათთან დაკავშირებული ამოცანები, რომლებსაც სხვადასხვა უწყებები ახორციელებდნენ საგარეო პოლიტიკის კუთხით ერთიან დოკუმენტში გაერთიანდა“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა დღეს საქართველოს პარლამენტში, სადაც მან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენისას, საქართველოს 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის პროექტი წარმოადგინა. 

 

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს მიერ, რომელიც 14 უწყების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული მაკოორდინირებელი მექანიზმია და რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სტრატეგიის განხორციელებას.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წინა სტრატეგიებისგან განსხვავებით, 2019-2022 წლების სტრატეგია მთავრობის მიერ დამტკიცდება სამოქმედო გეგმასთან ერთად, რომელიც იქნება დახურული დოკუმენტი და მასში გაწერილი იქნება საგარეო პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად კონკრეტული ქმედებები, შესრულების ვადები და ბიუჯეტი.

 

„სტრატეგია სრულ თანხვედრაშია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის რეზოლუციასა და 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამასთან „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ - აღნიშნა ზალკალიანმა.

 

დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დოკუმენტის შემუშავებაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, მოსამზადებელ პროცესში მონაწილეობა მიიღო 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ და კვლევითმა ცენტრმა.

 

„დოკუმენტის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს საქართველოს აღმოსავლეთ ევროპა-შავი ზღვის რეგიონის ნაწილად პოზიციონირება. როგორც ცნობილია, გასული წლების სტრატეგიებში საქართველო მიკუთვნებული იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონს. ახალ სტრატეგიაში აქცენტი გაკეთებულია საქართველოს, როგორც ევროპის განუყოფელ ნაწილად წარმოჩენაზე და დოკუმენტში არაერთხელ არის აღნიშნული, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა როგორც გეოგრაფიული, ისე პოლიტიკური და კულტურული გაგებით. მიგვაჩნია, რომ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ აღნიშნული აღქმის დამკვიდრებაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მინისტრის თქმით, სტრატეგიის მიხედვით, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს შავი ზღვის ეკონომიკური როლის გაძლიერება, რადგან საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ენერგო, სატრანსპორტო/სატრანზიტო და ციფრული ჰაბის ფუნქციის განმტკიცება წარმოუდგენელია შავი ზღვით სხვადასხვა აქტორების მზარდი დაინტერესების გარეშე.

 

თავის გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ წინა წლების დოკუმენტებში საგარეო პოლიტიკის მიზნად დასახული იყო დემოკრატიული განვითარება, ხოლო ახალ სტრატეგიაში აქცენტი კეთდება ინსტიტუციური დემოკრატიის კონსოლიდაციაზე, რაც ხაზს უსვამს საქართველოს პროგრესს და ქვეყნის კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტებისკენ სწრაფვას.

 

„ვფიქრობ, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმოადგენს არა უწყებრივ, არამედ საერთო ეროვნულ დოკუმენტს, ხელს შეუწყობს საგარეო პოლიტიკის განხორციელების მხრივ უფრო ფართო ჩართულობის უზრუნველყოფას, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერებას და ორიენტირებული იქნება კონკრეტული შედეგების მიღწევაზე, რაც სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ასეთ რთულ საერთაშორისო გარემოში ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

მინისტრმა საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 2019-2022 წლის სტრატეგიის პრეზენტაციისას ასევე ისაუბრა დოკუმენტის შინაარსობრივ ნაწილზე, სადაც ჩაშლილია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანები ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...