11:24 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს წყლის რესურსების პოტენციალი აზიის წყლის საბჭოს გენერალური ასამბლეის საბჭოს სხდომაზე განიხილეს
ჩინეთში სამრეწველო წარმოების ზრდის ტემპი მცირდება, უმუშევრობა კი იზრდება

სიახლეები

კალაძე: "მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო"

 

ავლაბარში, ეკატერინე მელიქიშვილის (ყოფილი თეოდორე აფანასიევის) ქუჩის სრული რეაბილიტაცია სრულდება. საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

 

თბილისის მერი მოადგილეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. კახა კალაძე ადგილობრივებს პარალელურ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას დაჰპირდა.

 

თბილისის მერის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა, წლების განმავლობაში, უმძიმეს მდგომარეობაში იყო და ტრანსპორტით გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა. 

 

„ისნის რაიონში მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. აღნიშნული პრობლემის მოგვარების თხოვნით, გამგეობაში თუ  პირადად  ჩემს სახელზე, მოსახლეობისგან არაერთი წერილი იყო შემოსული. ჩვენ აქ არსებული მდგომარეობა გავითვალისწინეთ და დღეს უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შეიცვალა,    დასრულების ეტაპზეა. ძალიან მიხარია, რომ პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობაა კმაყოფილი, რადგან აქ, ტრანსპორტიც არ გადაადგილდებოდა. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მზადყოფნაა, რომ მსგავსი პრობლემები ყველა უბანში მოწესრიგდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.   

 

პროექტის ფარგლებში, 2905 კვ.მ ფართობზე მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. კერძოდ, მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი, მოძველებულ და დაზიანებულ წყალარინების სისტემას კი რეაბილიტაცია  ჩაუტარდა. სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ განახორციელა.

 

პროექტის მეორე ეტაპზე, ისნის რაიონის გამგეობის მიერ, 571 კვ.მ ფართობზე ბორდიური და ტროტუარი მოეწყო, ხოლო 2219 კვ.მ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოწესრიგდა და მოასფალტდა საცხოვრებელი სახლების ეზოების შესასვლელები, რომელიც ჯამში, 114 კვ.მ ფართობს მოიცავს.

 

ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიამ „არსაკიძე 2000“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 157 303 ლარი დაიხარჯა.

 

საგზაო სამუშაოების დასკვნით ეტაპს კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილეები ილია ელოშვილი და  ირაკლი ბენდელიანი, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ასევე, საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი გაეცნენ. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული