06:06 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ჯეიმს ბონდის ახალი ავტომობილი ელექტრომობილი იქნება
კალაძე: "მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო"

სიახლეები

საქართველოს წყლის რესურსების პოტენციალი აზიის წყლის საბჭოს გენერალური ასამბლეის საბჭოს სხდომაზე განიხილეს

 

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში  აზიის წყლის საბჭოს გენერალურ ასამბლეაზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, საქართველოს წყლის რესურსების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია აზიის წყლის საბჭოს წევრის სტატუსით  გამართა.

 

„Asia Water Council“-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ის, შვეიცარიის, საფრანგეთის, ჩინეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, სინგაპურის, ავსტრალიის  ოფიციალური დელეგაციები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები და მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები დაესწრნენ.

 

დავით საგანელიძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ჰიდრორესურსების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ამ მიმართულებით, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო: „საქართველო მდიდარია განახლებადი ენერგორესურსებით, განსაკუთრებით კი -ჰიდრორესურსებით. ჩვენი ქვეყანა,  ჰიდროენერგეტიკული პოტენციალით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს.  მიუხედავად ამისა, საქართველოს ამ რესურსის 80% აუთვისებელია. ინვესტორები საქართველოს ჰიდროენერგეტიკისადმი დიდ ინტერესს გამოხატავენ. საქართველოს მთავრობისთვის კი ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავებით რეგიონში მთავარი ექსპორტიორის როლის შეთავსება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, განაცხადა დავით საგანელიძემ. გამოსვლის შემდგომ გაიმართა დისკუსია.

 

დავით საგანელიძე, ასამბლეის ფარგლებში, აზიის წყლის საბჭოს პრეზიდენტს ჰაკ სუნლის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ჰიდრორესურსების პოტენციალი და  მწვანე კონცხის წყლის ინფრასტრუქტურის გენერალური გეგმა განიხილეს. აზიის წყლის საბჭოს პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღუთქვა.

 

აზიის წყლის საბჭოს მესამე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ოფიციალურმა დელეგაციებმა  ჰიდრორესურსებთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. მთავარი განსახილველი თემები წყლის რესურსების დაფინანსების საკითხები, ინფრასტრუქტურა, მენეჯმენტი, უსაფრთხოება და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა იყო. სპეციალური სესიების განმავლობაში მონაწილე ქვეყნებმა პრეზენტაციები გამართეს და ჰიდრორესურსების გამოყენების მექანიზმების შესახებ იმსჯელეს.

 

გენერალური ასამბლეის საბჭოს სხდომაზე აქცენტი გაკეთდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს საქართველოს წინაშე დგას, მათ შორის, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, წყალმომარაგების სისტემის მართვის მოდელის შემუშავების, მოდერნიზაციის,  განვითარების, ასევე, დაფინანსების მოძიების მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...