06:30 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი ქობულიამ „ტოშიბა“ - ს საქართველოში წარმოების გახსნა და რეგიონული ოფისის ამოქმედება შესთავაზა
ჯეიმს ბონდის ახალი ავტომობილი ელექტრომობილი იქნება

სიახლეები

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდება

 

"ტაჯიკური მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით, რისთვისაც მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება სხვადასხვა მიმართულებით“ - ამის შესახებ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოში ვიზიტის დროს ქართველ კოლეგებთან განაცხადეს. ტაჯიკეთის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრებში საქართველოს მხრიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი, ასევე სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის და სსიპ "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

მხარეებმა ძირითადად განიხილეს ტაჯიკური მხარის დაინტერესება საქართველოს გავლით სატრანზიტო გადაზიდვების განხორციელების შესახებ. როგორც აღინიშნა, ტაჯიკური მხარე დაინტერესებულია მომავალში უფრო აქტიურად გამოიყენოს საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობები, მათ შორის საქართველოს ნავსადგურები. დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში ასევე მოინახულა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა და დაინტერესება გამოხატა,  გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება საბაჟო მიმართულებით.

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მოლაპარაკებები გაიმართა, "საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების“ პროექტი იყო. შეხვედრის ფარგლებში შეთანხმდა პროექტის მთლიანი ტექსტი და მხარეთა დელეგაციების ხელმძღვანელებმა განახორციელეს მისი პარაფირება. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაფორმდა შესაბამისი ოქმი, სადაც დაფიქსირდა, რომ მხარეები შესაძლო მოკლე ვადაში განახორციელებენ შეთანხმების პროექტის ხელმოწერისთვის აუცილებელ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს.

 

როგორც შეხვედრაზე ითქვა, შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობების გაზრდისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

შეთანხმების პროექტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები განსაზღვრავენ შეთანხმების საფუძველზე და აღნიშნულ ნებართვის ბლანკებს გაცვლიან ერთმანეთში. 

 

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის გადამზიდველებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...