13:20 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ტესტი: ექსტრავერტი ხარ თუ ინტროვერტი?
გიორგი ქობულიამ „ტოშიბა“ - ს საქართველოში წარმოების გახსნა და რეგიონული ოფისის ამოქმედება შესთავაზა

სიახლეები

საღამოს საკითხავი

 

საღამოს საკითხავი

 

 

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისი ბანკი ზედიზედ უკვე მერვედ დაასახელა საუკეთესო ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს თიბისი ბანკის მიერ მომხმარებლებისთვის საუკეთესო საბანკო სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს. 2019 წლის საუკეთესო ბანკები სპეციალურად დაჯილდოებისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია. შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენდა: აქტივების ზრდა, მომგებიანობის მაჩვენებელი, გეოგრაფიული დაფარვის არეალი, სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესების განვითარება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება.

იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია „ტოშიბა“ - ს უფროს მმართველ დირექტორს სატოჩი ცუნაკავას შეხვდა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ იაპონური კორპორაციის უფროს მმართველ დირექტორს საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა ის უპირატესობები ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რომლებიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, დსთ-ს სახელმწიფოებთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, აგრეთვე ბიზნეს-მეგობრული კანონმდებლობის სახით. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის გაუმჯობესებულ რეიტინგებზე, რომლებშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.

"ტაჯიკური მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით, რისთვისაც მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება სხვადასხვა მიმართულებით“ - ამის შესახებ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოში ვიზიტის დროს ქართველ კოლეგებთან განაცხადეს. ტაჯიკეთის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრებში საქართველოს მხრიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი, ასევე სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის და სსიპ "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

2019 წლის პირველ 2 თვეში ჩინეთში წარმოება 2009 წლის შემდეგ მინიმალური ტემპით გაიზარდა, ხოლო უმუშევრობის დონემ იმატა, რაც ნიშნავს, რომ მოსალოდნელია ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის შემდგომი შენელება. ეს კი საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკურ ზრდას. სამრეწველო წარმოება ჩინეთში, წლიური დაანგარიშებით, 5,3%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 10 წლის ყველაზე უარესი ნიშნულია. ინფორმაციას სტატისტიკური მონაცემების შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. Bloomberg-ის ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ წარმოება იანვარ-თებერვალში მინიმუმ 5,5%-ით გაიზრდებოდა. 8,2%-ით გაიზარდა იანვარ-თებერვალში საცალო გაყიდვები, რაც ასევე ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2003 წლის შემდეგ. 4,9%-დან 5,3%-მდე გაიზარდა უმუშევრობა ჩინეთში.

კრემლმა ჩამოაყალიბა ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა, რომელიც რუსეთში სხვა ქვეყნების მოქალაქეების გადასახლების საკითხზე იმუშავებს. მიზანი ამბიციურია: უახლოეს წლებში მიიღოს რუსეთის მოქალაქეობა 5-10 მილიონმა ადამიანმა, რომლებიც ამჟამად სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. პოტენციურ დონორებად, „კომერსანტის“ ინფორმაციით, რუსეთი მეზობელ ქვეყნებს განიხილავს, ქვეყნებს, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის მაღალი კონცენტრაციაა - უკრაინას, ყაზახეთს, უზბეკეთს, მოლდოვას. სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია და მასში ჩართულია 24 ჩინოვნიკი - სამინისტროების მაღალჩინოსნები, სახელმწიფო დუმის დეპუტატები და ა.შ. ჯგუფს ხელმძღვანელობს ადამიანის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დაცვის საპრეზიდენტო სამსახურის ხელმძღვანელი მაქსიმ ტრავნიკობი, რომელიც ამ თანამდებობაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილეობიდან გადაბარგდა, 2018 წლის ივლისში.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიოს ქვეყნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

13 იან 2020კვირის გრაფიკი

            მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში ოდნავ უფრო მაღალია. გაეროს მონაცემების თანახმად საქართველოს...

ურბანიზაციის დონე საქართველოში

6 იან 2020კვირის გრაფიკი

ურბანიზაციის დონით საქართველო მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 59% ცხოვრობს...

საქართველოს სახელმწიფო ვალი - ყველაზე მაღალ ნიშნულზე 2004 წლის შემდეგ

30 დეკ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 14 პროცენტული პუნტქით გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით მოსალოდნელია, რომ 2019 წლის...