11:09 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რა ეკონომიკური პროექტები შესთავაზა ქართულმა მხარემ იაპონიას
Mitsubishi საქართველოში აპირებს შემოსვლას?

სიახლეები

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტი მინიმუმ 30 ივნისამდე გადადო

 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებმა ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკების ვადა გაახანგრძლივეს. ახლა გადაწყვეტილებას ევროკავშირმა უნდადაუჭიროს მხარი. 

 

თუ 20 მარტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატა მხარს დაუჭერს შეთანხმებას დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით, ბრექსიტი 30 ივნისამდე გადაიდება. ხოლო თუ დეპუტატები კვლავ (უკვე მესამედ) არ მოიწონებენ შეთანხმებას, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა გადაიდება უფრო ხანგრძლივი ვადით.

 

მოვლენათა განვითარების ამ სცენარს 14 მარტს 412-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი აღმოჩნდა 202. ინიციატივა ბრექსიტის გადადების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის ეკუთვნის.

 

 მეის იედი აქვს, რომ ამ პერიოდში ევროკავშირთან დამატებით დეტალებზე მოლაპარაკებას და ირლანდია-ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვართან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი გარანტიის მიღებას შეძლებს.

 

1 დღით ადრე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ტერეზა მეის ინიციატივას იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება რატიფიცირებული შეთნხმების გარეშე საკანონმდებლო დონეზე გამოერიცხათ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული