06:11 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დილა მშვიდობის
რა ეკონომიკური პროექტები შესთავაზა ქართულმა მხარემ იაპონიას

სიახლეები

ღაზას სექტორიდან ისრაელი დაბომბეს - "ჰამასი" თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს

 

 

ისრაელში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორიდან მათი მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორცციელდა, რასაც თელ-ავივსა და რამდენიმე სხვა რეგიონში განგაშის სიგნალისა და თავდაცვის სისტემების  გააქტიურება მოჰყვა.

 

„ცახალის“ (ისრაელის არმია) ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან რაკეტები დაუსახლებელ პუნქტებში ჩავარდა. სააგენტო Reuters-ის კორესპოდენტები ამბობენ, რომ გაიგეს აფეთქების ხმები და დაინახეს, როგორ ამოქმედდა ისრაელის ანტისარაკეტო სისტემა, რომელმაც რამდენიმე რაკეტა ჰაერშივე ააფეთქა. 

 

9 აპრილს ქვეყანაში არჩევნებია დაგეგმილი, რომელზეც ბენიამინ ნეთანიაჰუ შეეცდება ზედიზედ მეხუთედ დაიკავოს პრემიერ-მინისტრის სავარძელი. მთავრობა კონფლიქტის ესკალაციას მაქსიმალურად არიდებს თავს.

 

თელ-ავივში განგაშის სისტემები პირველად მოვიდა მოქმედებაში 2014 წლის შემდეგ. მაშინ ისრაელსა და პალესტინის მმართველ ორგანიზაცია „ჰამასს“ შორის სისხლისმღვრელი შეტაკებები მიმდინარეობდა.

 

ამჟამად „ჰამასი“ ირწმუნება, რომ გუშინდელ სარაკეტო შეტევაზე პასუხისმგებლობა მათ არ ეკისრებათ. ორგანიზაციამ სპეციალური განცხადება გაავრეცლა, რომელშიც პირობას დებს, რომ სამაგალითოდ დასჯის ყველას, ვინც ამ თავდასხმის უკან იდგა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...