06:25 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა
ღაზას სექტორიდან ისრაელი დაბომბეს - "ჰამასი" თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

15 მარ 2019სხვა

 

დილის საკითხავი

 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებმა ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკების ვადა გაახანგრძლივეს. ახლა გადაწყვეტილებას ევროკავშირმა უნდადაუჭიროს მხარი. თუ 20 მარტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატა მხარს დაუჭერს შეთანხმებას დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით, ბრექსიტი 30 ივნისამდე გადაიდება. ხოლო თუ დეპუტატები კვლავ (უკვე მესამედ) არ მოიწონებენ შეთანხმებას, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა გადაიდება უფრო ხანგრძლივი ვადით. მოვლენათა განვითარების ამ სცენარს 14 მარტს 412-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ისრაელში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორიდან მათი მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორცციელდა, რასაც თელ-ავივსა და რამდენიმე სხვა რეგიონში განგაშის სიგნალისა და თავდაცვის სისტემების გააქტიურება მოჰყვა. „ცახალის“ (ისრაელის არმია) ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან რაკეტები დაუსახლებელ პუნქტებში ჩავარდა. სააგენტო Reuters-ის კორესპოდენტები ამბობენ, რომ გაიგეს აფეთქების ხმები და დაინახეს, როგორ ამოქმედდა ისრაელის ანტისარაკეტო სისტემა, რომელმაც რამდენიმე რაკეტა ჰაერშივე ააფეთქა. 9 აპრილს ქვეყანაში არჩევნებია დაგეგმილი, რომელზეც ბენიამინ ნეთანიაჰუ შეეცდება ზედიზედ მეხუთედ დაიკავოს პრემიერ-მინისტრის სავარძელი. მთავრობა კონფლიქტის ესკალაციას მაქსიმალურად არიდებს თავს.

ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრთან ჰიროშიგე სეკუსთან. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივ ვაჭრობაზე. აღინიშნა, რომ 2018 წელს ექსპორტი 55 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ამავე დროს, აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით პოტენციალი გაცილებით მეტია, რაც აუცილებლად უნდა იყოს ათვისებული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია იაპონური კორპორაციის Mitsubishi Motors-ის აღმასრულებელ დირექტორს ტრევორ მანს შეხვდა, რომელიც იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემო, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. აღინიშნა ის უპირატესობები, რომელიც საქართველოს აქვს ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. მათ შორის, დასახელდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა ევროპისა და აზიის რეგიონს შორის, აგრეთვე ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ არ მიიღო მისგან რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარემართა მოლაპარაკების პროცესი ევროკავშირთან. „მე გაოგნებული ვარ იმით, როგორ ცუდად განვითარდა მოლაპარაკების პროცესი. მე ვაძლევდი პრემიერ-მინისტრს რჩევებს მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, რათა წარმატებისთვის მიეღწია, თუმცა მან არ მომისმინა. ეს ნორმალურია. ახლა მან უნდა გააკეთოს ის, რაც ევალება“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. ტრამპმა ისურვა, რომ ბრექსიტის გარშემო „ვითარება ნორმალიზდეს.“, - მის სიტყვებს The Daily Mail ციტირებს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...