07:00 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მშრალი ხიდის რეაბილიტაცია იწყება
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ NEXI-თან გაფორმებული შეთანხმება საქართველოში იაპონურ ინვესტიციებს წაახალისებს

სიახლეები

ტრამპი: ტერეზა მეიმ ჩემი რჩევები არ შეისმინა

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ არ მიიღო მისგან რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარემართა მოლაპარაკების პროცესი ევროკავშირთან.

 

„მე გაოგნებული ვარ იმით, როგორ ცუდად განვითარდა მოლაპარაკების პროცესი. მე ვაძლევდი პრემიერ-მინისტრს რჩევებს მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, რათა წარმატებისთვის მიეღწია, თუმცა მან არ მომისმინა. ეს ნორმალურია. ახლა მან უნდა გააკეთოს ის, რაც ევალება“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. 

 

ტრამპმა ისურვა, რომ ბრექსიტის გარშემო „ვითარება ნორმალიზდეს.“, - მის სიტყვებს The Daily Mail ციტირებს.  მას დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმება სურს.

 

ცნობილია, რომ დონალდ ტრამპმა არაერთხელ შესთავაზა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის, რომ ევროკავშირს „ბრექსიტთან“ დაკავშირებით სასამართლოში უჩივლოს და მოლაპარაკებებში დათმობაზე არ წავიდეს. 


ამაზე თავად ტერეზა მეიმ ისაუბრა  2018 წელს: „მან მირჩია ევროკავშირს სასამართლოში ვუჩივლო და მოლაპარაკებები შევწყვიტო“, - თქვა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...