01:31 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მანსა მუსა - ვინ იყო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი?
დონალდ ტრამპი: Google ჩინეთის არმიას ეხმარება. სამწუხაროა!

სიახლეები

რუსეთი თუ ამერიკა - რომელი ქვეყნის არმია უფრო ძლიერია?

 

რუსეთი თუ ამერიკა? The Center for Armes Control-ის მონაცემებით, ყველაზე ძლიერი თავდაცვა სწორედ ამ ორ ქვეყანას აქვს. მაგრამ რამდენად დიდია სხვაობა მათ შორის?

 

ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი 2018 წელს დანარჩენი მსოფლიოს მილიტარისტული ხარჯების 37%-ს - 639 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი კი 46 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

 

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამჟამად 766 000 ათასი სამხედრო მოსამსახურეა. ხოლო ამერიკის შეიარაღებულ ძალებში -1 400 000 მილიონი სამხედრო მოსამსახურე ირიცხება.

 

რუსეთს 15,396 ერთეული ტანკი აქვს, აშშ-ს - 8,848, აქ მცირე უპირატესობა აქვს რუსეთს. რაც შეეხება საჰაერო სივრცეს, აქ რუსეთი აშშ-ს მნიშვნელოვნად ჩამორჩება - 13,444 ერთეული სამხედრო თვითმფრინავი 3,547 თვითმფრინავის წინააღმდეგ.

 

აშშ დიდ უპირატესობას ფლობს საზღვაო სივრცეშიც: ამერიკის არმიაში 75 წყალქვეშა ნავი და 19 ავიამზიდი ირიცხება. რუსეთს 60 წყალქვეშა ნავი და ერთადერთი ავიამზიდი აქვს.  

 

რასაკვირველია, მსგავსი შედარება პირობითია, რადგან მასში არ არის გათვალისწინებული სამხედრო ერთეულის ტიპი და სიმძლავრე, თუმცა გარკვეულ სურათს მაინც ქმნის.

 

კიდევ უფრო გასაგები გახდება, რატომ ითვლება უძლიერეს სამხედრო ქვეყნებად სწორედ ეს ორი სახელმწიფო, თუ მათ ბირთვულ პოტენციალებს შევადარებთ:

 

რუსეთს 7,000 ბირთვული ქობინი აქვს, აქედან 1,950 განლაგებულია, დანარჩენი კი სარეზერვო მარაგშია. აშშ-ს 6,800 ბირთვული ქობინი აქვს, აქედან 1,800 საბრძოლო მზადყოფნაშია, დანარჩენი კი რეზერვში. მსოფლიოში სულ 15365 ბირთვული ქობინია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...