13:05 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
"გეიმერული" კომპიუტერები საჭირო აღარ არის - "გუგლი" ნებისმიერი თამაშის ნებისმიერი მოწყობილობით გაშვების საშუალებას გვაძლევს
მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე: "ეს ვადებიც იქნება დარღვეული და გადაწეული“

სიახლეები

გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დაიწყო

 

გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დაიწყო. 

 

მავნებლის იდენტიფიკაციისა და გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები და ფიტოსანიტარები ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში (ჭყონაგორა, ნიგოითი, ნატანები, ამაღლება) საკარმიდამო ტერიტორიებს, თხილის ფართობებსა და მიტოვებულ შენობებს ათვალიერებენ და მავნებლის რაოდენობას სწავლობენ. 

 

ღონისძიებებში ჩართული არიან გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია და საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე. 


ისინი ადგილობრივ მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას აწვდიან მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. 

 

როგორც ადგილობრივებთან საუბრისას ლაშა შალამბერიძემ განაცხადა, მავნებელთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია მისი გავრცელების არეალის დროული იდენტიფიცირება, რაც მონიტორინგის შედეგებით განისაზღვრება. 


მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, შეხვედრები ღონისძიებების პარალელურად სისტემატურ რეჟიმში გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...