23:38 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დაიწყო

სიახლეები

"გეიმერული" კომპიუტერები საჭირო აღარ არის - "გუგლი" ნებისმიერი თამაშის ნებისმიერი მოწყობილობით გაშვების საშუალებას გვაძლევს

 

სან-ფრანცისკოში გამართულ პრეზენტაციაზე - Game Developers Conference (GDC) - კომპანია Google-მა ღრუბლოვანი სტრიმინგული  სერვისი Stadia წარმოადგინა. გარდა ამისა, კომპანიამ აჩვენა სათამაშო კონტროლერი (ჯოისთიქი) Stadia Controller, რომელიც სპეციალურად ამ სერვისისთვის არის შექმნილი.

 

Google-ის წარმომადგენლის თქმით, ეს არის სერვისი, რომელიც ბაზარზე თამაშის წესებს შეცვლის. იმისთვის, რომ მაღალი მონაცემებით ისარგებლოთ, თქვენ მძლავრი კომპიუტერის ყიდვა აღარ დაგჭირდებათ.

 

სერვისის საშუალებით, მოხდება თამაშის ტრანსლირება თქვენი მოწყობილობის (კომპიუტერი, ლეპტოპი, პლანშეტი, ტელეფონი)  ეკრანზე, რეალურად კი პროცესი გაეშვება Google-ის სერვერებზე, რაც ნიშნავს, რომ შეძლებთ სუსტი ტექნიკური მახასიათებლების მქონე კომპიუტერული მოწყობილობებიდან მაღალი სისტემური მოთხოვნების მქონე თამაშები უმაღლესი გრაფიკითა და დეტალიზაციით ითამაშოთ.

 

ეს ნამდვილად ცვლის ბაზარზე თამაშის წესებს. საწყის ეტაპზე, Stadia-ს საშუალებით თქვენ შეძლებთ ითამაშოთ თამაშები 4K გაფართოებით, 60 კადრი წამში სიხშირით. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი Google გეგმავს, რომ სერვისის შესაძლებლობები 8K რეზოლუციამდე და წამში 120 კადრამდე გაზარდოს.

 

სერვისი მისცემს საშუალებას თამაშის შემქმნელებს, გაყიდონ თამაშები ახალი მეთოდით - პირდაპირ YouTube-სა და Twitch-ზე. მაგალითად, ახალი თამაშის თრეილერის ნახვის შემდეგ ადამიანი დააწვება ღილაკს „Play“ და მორჩა, ის უკვე თამაშშია, ყოველგვარი ინსტალაციების, ჩამოტვირთვებისა და სირთულეების გარეშე, Chrome-ის ბრაუზერის გამოყენებით. სერვისი 2019 წლიდან ამოქმედდება. 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბედნიერების დონე მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

26 ივლ 2021კვირის გრაფიკი

       ბედნიერების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 117-ე ადგილზეა. მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის მონაცემებით, საქართველოს ბედნიერების ინდექსი 4.673-ია, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

დემოკრატიის ინდექსი საქართველოსა და მსოფლიოში

19 ივლ 2021კვირის გრაფიკი

       საქართველო დემოკრატიის ინდექსით მსოფლიოში 89-ე ადგილზეა. ჟურნალ „ეკონომისტის" მონაცემებით, საქართველოში დემოკრატიის ინდექსი 53.1-ს შეადგენს, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

კოვიდ ვაქცინაცია მსოფლიოში 2021 ივლისი

12 ივლ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ვაქცინაციით მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანას საგრძნობლად ჩამორჩება. OurWorldinData-ს მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 8% არის ვაქცინირებული სულ მცირე 1...