20:36 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
"ფეისბუქი" მომხმარებლის პაროლებს ტექსტური სახით ინახავდა და მათზე ხელი 20 ათასზე მეტ თანამშრომელს მიუწვდებოდა
დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკი დაურეგულირებელი ბრექსიტისთვის ემზადება

სიახლეები

ბათუმი ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

 

ბათუმი, ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორისაა  სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი) და კუტნა ჰორა (ჩეხეთი). აღნიშნული ღონისძიების შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მიაწოდა და მათ ნომინაციის ხმის მიცემის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა.

 

ბათუმისთვის ხმის მიცემა 28 აპრილამდე ნებისმიერ მსურველს  ღონისძიების ოფიციალურ საიტზეhttps://www.worldtravelawards.com/vote შეუძლია. გამარჯვებული 8 ივნისს, პორტუგალიის ქალაქ მადეირაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება, რომელსაც მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიის  წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

„World Travel Awards»-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. ღონისძიებაზე, რომელშიც სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ექსპერტები და ტურიზმის სფეროში მსოფლიო მასშტაბის  გავლენიანი სუბიექტებია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული,  საუკეთესო  ტურისტულ მიმართულებებსა და ქვეყნებს ასახელებენ. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე  საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.

 

დღეისათვის ,,World Travel Awards”-ის ბრენდს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მსოფლიოს ივენთკალენდარში. ის აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიის წამყვან სუბიექტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ასევე რეიტინგული მედიის წარმომადგენლებს (ჟურნალ-გაზეთები, ტელევიზია, რადიო, ონლაინ პლატფორმები, სოციალური მედია და ა.შ). ბათუმი „World Travel Awards“-ის ნომინაციაში პირველადაა წარდგენილი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული