20:50 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დღეიდან საქართველოში, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო წინასწარი მეტეო გაფრთხილების სისტემა იფუნქციონირებს
WiFi, კალკულატორი, საქარე მინის საწმენდები, პროგრამული ენა და ა.შ. - ის, რაც ქალებმა გამოიგონეს

სიახლეები

მამუკა ბახტაძე: "დიახ, დანაშაულის ზრდა 54 პროცენტით დაფიქსირდა"

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა.

 

მთავარი სასაუბრო თემა ქვეყანაში არსებული კრიმინალური ვითარება იყო.

 

როგორც ბახტაძემ ოპონენტების ბრალდებების საპასუხოდ განმარტა, ქვეყანაში დანაშაულის ზრდა სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვია და იმის მტკიცება, რომ ქვეყანაში კატასტროფული კრიმინოგენული ვითარებაა, სიმართლეს არ შეესაბამება:

 

"დასაწყისშივე რომ ვთქვა პირდაპირ ვიტყვი - თქვენი მტკიცება, რომ  ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა კრიმინალის ზრდის თვალსაზრისით,  არ შეესაბამება სიმართლეს.

 

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ დავიწყეთ ფუნდამენტური რეფორმების გატარება, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობდა თანმიმდევრულად, მათ შორის, ყველა იმ უწყებაში, რომელიც პასუხისმგებელია დანაშაულის პრევენციაზე, გამოძიებაზე, მასზე ზედამხედველობასა და სასჯელის აღსრულებაზე. მათ შორის, ზოგადად,შეიცვალა მიდგომა სტატისტიკის აღრიცხვის მიმართ და მიდგომა, გახდა უფრო კონკრეტული, ზუსტი და გამჭირვალე. 2018 წლიდან შეიცვალა დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვის მეთოდოლოგია და დაინერგა ახალი მიდგომა. ეს არის გაცილებით მნიშვნელოვანი და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, რომ მთავრობამ და საზოგადოებამ ზოგადად, გააკონტროლოს და მაქსიმალური სიზუსტით აღრიცხოს ნებისმიერი ფაქტი,   მიუხედავად იმისა, არის თუ არა სახეზე მკვეთრად გამოხატული დანაშაულის ყველა ნიშანი, ასევე შესაძლო დანაშაულის ბუნება, სიმძიმე და გახსნის ალბათობა.  

 

სიმართლე არის ის, რომ 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში,  სამართალდამცავი სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო და მუდამ იქნება ღიაობა და გამჭვირვალობა. ანუ, ძირეულად შეიცვალა მიდგომა დანაშაულის აღრიცხვისადმი და ის უფრო დაუახლოვდა და გაუტოლდა საერთაშორისო სტანდარტებს.

 

სიმართლე არის ის, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დიახ, დანაშაულის ზრდა 54პროცენტით დაფიქსირდა, მაგრამ ეს ზრდა  მნიშვნელოვან წილად გამოწვეულია აღრიცხვიანობის სიზუსტით. ქვეყანაში რეალური კრიმინოგენური მდგომარეობის განსასაზღვრად მნიშვნელოვანია რეგისტრირებული დანაშაულის ტიპისა და ბუნების, პოლიციისადმი მიმართვიანობის მაჩვენებლისა და ბევრი სხვა ფაქტორების გათვალისწინება", - განაცხადა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...