14:28 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ერდოღანი: ტრამპის მიერ გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებამ რეგიონი კრიზისის ზღვარზე მიიყვანა
მამუკა ბახტაძე: "დიახ, დანაშაულის ზრდა 54 პროცენტით დაფიქსირდა"

სიახლეები

დღეიდან საქართველოში, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო წინასწარი მეტეო გაფრთხილების სისტემა იფუნქციონირებს

 

“დღეიდან საქართველოში, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო წინასწარი მეტეო გაფრთხილების სისტემა იფუნქციონირებს. ეკონომიკის სამინისტრომ შპს “საქაერონავიგაციასთან” ერთად, ფოთში ახალი მეტეორადიოლოკატორის დამონტაჟებით, დაასრულა ერთიანი საავიაციო მეტეოროლოგიური სისტემის შექმნის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელმაც სრულყოფილი გახადა საავიაციო მეტეო ინფორმაციის მოპოვება”, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა შპს “საქაერონავიგაციის” კუთვნილი მეტეორადიოლოკატორის გახსნაზე.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შპს “საქაერონავიგაციამ” აღნიშნული პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში ააშენა ახალი მეტეოოფისები, სადაც განათავსა ამინდზე დაკვირვების ავტომატური სისტემა და აღჭურვა ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც განკუთვნილია ამინდის, კლიმატისა და ჰიდრომეტეოროლოგიური გაზომვის, პროგნოზისა და ანალიზისთვის.

2016 წლის ბოლოს კი კომპანიამ, თბილისთან ახლოს, „ქვიშიანას მთის 1100 ნიშნულზე“, ახალი მეტეორადიოლოკატორი დაამონტაჟა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” ფოთში და ქვიშიანას მთაზე განთავსებული მეტეორადიოლოკატორები ღია საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ამერიკული კომპანისგან EEC (Enterprise Electronics Corporation) შეიძინა. ფოთში დამონტაჟებული X-დიაპაზონის მაგნეტრონის მეტეოროლოგიური სარადარო სისტემის საერთო ღირებულება 3 მილიონ ლარს აჭარბებს.

 

“საუკეთესო ამერიკული სისტემის დანერგვის შემდეგ, საქართველოში დღეს უკვე ფუნქციონირებს, მსოფლიო მასშტაბით, საუკეთესო წინასწარი მეტეო გაფრთხილების სისტემა. ახალი სისტემა ჩვენ გვაძლევს საშუალებას, მუდმივ რეჟიმში მოვახდინოთ საჰაერო საინფორმაციო სივრცის სკანირება, ფრენებისათვის საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების აღმოჩენა და დროული სიგნალის გადაცემა საფრენოსნო ხომალდებისთვის, რაც კიდევ უფრო მეტად მოქნილს და ეფექტურს გახდის საჰაერო მოძრაობის მართვას საქართველოს საჰაერო სივრცეში,- აცხადებს შპს “საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი.

 

ახალი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციებზე, იძლევა მეტეოროლოგიური ელემენტებისა და პარამეტრების უამრავი მახასიათებლის დეტალური იდენტიფიცირების საშუალებას. ახალი სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენის უსაფრთხოების დონის კიდევ უფრო ამაღლებას და საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პროცესში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების გამომწვევი რისკ-ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანას.

 

წინასწარი მეტეო გაფრთხილების პროექტი სრულად აკმაყოფილებს ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და WMO-ს (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) საერთაშორისო სტანდარტებს. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქაერონავიგაციის მიერ მოპოვებული უაღრესად ღირებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელსაც იყენებს WMO (მსოფლიო მეტეოროლოგიის ორგანიზაცია), აგრეთვე შეუძლიათ გამოიყენონ სოფლის მეურნეობის, თავდაცვის და გარემოს დაცვის სამინისტროებმაც.

 

ფოთის მეტეორადიოლოკატორი დღეს ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში. გახსნის ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სალუქვაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...