20:19 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ევროზონის ეკონომიკა სტაგნაციას უახლოვდება - PMI ინდექსების ვარდნამ ევრო სწრაფად გააუფასურა

სიახლეები

ნათიია თურნავა: რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს მოსახლეობას „ხელედულა ჰესის“ მშენებლობამ?

 

„ჩვენ ჩამოვედით ლენტეხში მოსახლეობასთან შესახვედრად, გვინდოდა  გვესაუბრა, თუ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს მათ „ხელედულა ჰესის“ მშენებლობამ და დიალოგის რეჟიმში მოგვესმინა თუნდაც მწვავე შენიშვნები, რასაც მაქსიმალურად გავითვალისწინებდით. თუმცა, დავინახეთ, რომ აზრი არის გაყოფილი ორად - არის მოსახლეობის ნაწილი, ვისაც აინტერესებს კომუნიკაციაში შემოსვლა, მოსმენა და კითხვების დასმა ჰესის მშენებლობის საკითხებზე, ასევე არის მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი, რომელსაც საერთოდ არ სურს  კომუნიკაცია ამ საკითხზე. ჩვენ მოვერიდეთ დაპირისპირებას, ამის ესკალაციას და გადავწყვიტეთ, რომ გადავდოთ  საჯარო განხილვა“ - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ლენტეხში მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა. მინისტრის მოადგილე პრემიერის მრჩეველთან რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბართან ერთად „ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვისთვის დღეს ლენტეხში იმყოფებოდა, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. 

 

„პროექტის დამუშავება ორ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, ჩატარდა ძალიან ბევრი შეხვედრა, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში ინვესტორთან, რომელმაც აიღო ძალიან ბევრი ვალდებულება - მაგალითად, სრულიად უარი თქვა  ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებზე და მზად არის, რომ შემოიყვანოს გვირაბის გამყვანი მანქანა, ასევე ვალდებულებები აიღო იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ეს არის მეწყერსაშიში ზონა, სადაც ისედაც საფრთხის ქვეშ არის ადგილობრივი მოსახლეობა და ჰესის მშენებლობის პროცესში ეს საფრთხე მოიხსნება, ასევე დაწესდება მუდმივი მონიტორინგი“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

მისივე თქმით,  ინვესტორი ასევე გეგმავს შექმნას სპეციალური სოციალური ფონდი, რომელიც მართვაში გადაეცემათ ადგილობრივებს და ამ ფონდში არსებული თანხა,  დაახლოებით ათჯერ მეტი იქნება ადგილობრივ ბიუჯეტზე, საიდანაც შესაძლებელია ძალიან ბევრი სასარგებლო პროექტის დაფინანსება. „მიუხედავად ამისა, მზად ვართ, რახან კიდევ არის გარკვეული შეკითხვები, მათ ვუპასუხოთ. დღეს ლენტეხში ჩამოვედით არა იმისთვის, რომ დავაანონსოთ მშენებლობის დაწყება, არამედ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, საჯარო განხილვის რეჟიმში გვქონოდა კომუნიკაცია და გაგვეცა მათ კითხვებზე პასუხები. ამიტომ, სიმართლე რომ ვთქვა, არ მესმის, როცა გარკვეულ ჯგუფს არ აქვს   დიალოგის სურვილი. მსურს, მათ მივმართო, რომ შემოვიდნენ კომუნიკაციაში, დასვან მწვავე შეკითხვები და მიიღონ პასუხები“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ სავარაუდოდ, როდის და სად შეიძლება გაიმართოს მომავალი შეხვედრა, ნათია თურნავამ უპასუხა, რომ მთავრობა არ ერიდება დისკუსიას, მათ შორის, მწვავე კამათს, ამიტომ, მისი მოსაზრებით, შეხვედრა უნდა ჩატარდეს ადგილზე, სადაც ცხოვრობს მოსახლეობა, რომელმაც, ერთი მხრივ, უნდა იგრძნოს თავი კომფორტულად, იგრძნოს თავი იმ კუთხით,  რომ მაქსიმალურად დაცულია ეკოლოგიურად და არის სრულიად უსაფრთხოდ, ხოლო მეორე მხრივ, მიიღოს ის სიკეთე, რასაც მოიტანს ჰესის მშენებლობა - მათ შორის იგულისხმება როგორც ახალი სამუშაო ადგილები, ასევე ის სოციალური პროგრამები, რაზეც ვალდებულება აიღო ინვესტორმა.  „ამიტომ, ვფიქრობთ, რომ კვლავ ჩამოვალთ აქ და მეტი კომუნიკაციით, მეტი ახსნა-განმარტებით მივაღწევთ შედეგს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული