00:59 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ტესტი: რომელ ეპოქაში უნდა დაბადებულიყავი?
"Supremе-თა ომი"- ბრენდმა საერთაშორისო პოზიციები მის ცრუ ანალოგთან დათმო

სიახლეები

პლანეტის საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდა

 

დღეს, 24 მარტს, დუბაიში, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე „Global Teacher 2019“-ის გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა. გამარჯვებული გახდა პიტერ ტაბიჩი, მასწავლებელი კენიიდან.

 

2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის, წელს ქართველი პედაგოგი – ლადო აფხაზავა მოხვდა. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ.

 

ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებოდა.

 

დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, მინისტრმა პირადად მიულოცა მას მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვედრა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

“ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს მე და დარწმუნებული ვარ თითოეულ ქართველს. რა თქმა უნდა, ის გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, ყველა მასწავლებელი, მთელი საქართველო. დღეს ლადო მსოფლიოს 179 ქვეყნის 10 000 აპლიკანტიდან შერჩეულ 10 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად იდგა სცენაზე. აქ, განათლების გლობალურ ფორუმზე, საკუთარი უნიკალურობით, მსოფლიოს მან კიდევ ერთხელ გააცნო საქართველო! დიდი მადლობა მას მთელი საქართველოს სახელით, ვულოცავ კიდევ ერთხელ ამ დიდ მიღწევას, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა," - განაცხადა ბატიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...