01:00 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
შესაძლებელია თუ არა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებამდე ნატოს წევრი გავხდეთ?
იენს სტოლტენბერგი: რუსეთს მოვუწოდებთ, რომ გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან

სიახლეები

იენს სტოლტენბერგი: ჩვენ როდესაც მზად ვიქნებით თქვენს მისაღებად, სხვას არავის ექნება საწინააღმდეგო აზრის უფლება

 

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფება. ჟურნალისტებთან შეხვედრისას საერთაშორისო დიპლომატმა იმ მნიშვნელოვან ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება, რაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს უკავშირდება.

 

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთი ხელს ვერ შეუშლის საქართველოს ნატოში ინგეტრაციას და ეს პროცესი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებული:

 

ნატოსთვის პრინციპული მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ ყველა ერს გააჩნია თავისი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მას თავად შეუძლია აირჩიოს, რა უსაფრთხოების მექანიზმებში გაწევრიანდეს. არა მარტო ნატო აცხადებს ამას, არამედ, ეს პრინციპი შეთანხმებულია ყველა ერს შორის. რუსეთმაც განაცხადა ამაზე თანხმობა, მან ხელი მოაწერა ჰელსინკის საბოლოო აქტს და ბევრ სხვა დოკუმენტს, სადაც აშკარად და ცხადად არის დადასტურებული, რომ ყველა ერს აქვს საკუთარი მომავლის არჩევის უფლება, სამხედრო ალიანსში გაწევრიანების უფლება და ა.შ.

 

აქედან გამომდინარე, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა მას მომავალში. ჩვენ როდესაც მზად ვიქნებით თქვენს მისაღებად, სხვას არავის ექნება საწინააღმდეგო აზრის უფლება, იმდენად, რამდენადაც, ჩვენ არ ვაძლევთ ძლიერ სახელმწიფოებს მიკერძოებული პოზიციის შესაძლებლობას. საქართველოსთან მსგავსად, ნორვეგიაც არის რუსეთთან სამეზობლოში, მაგრამ რუსეთი ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ვერ იტყვის მეზობელმა რა უნდა გააკეთოს. ნორვეგია 1949 წელს გახდა ნატოს წევრი, სტალინს არ მოეწონა ეს ფაქტი, მაგრამ ალიანსის წევრი ქვეყნები ამბობდნენ, რომ სტალინის ნებას კი არ მივყვებით, ჩვენ შეთანხმებულად ვმოქმედებთ.

 

აქედან გამომდინარე, როგორც ნორვეგიის შემთხვევაში მოხდა, იგივე მოხდება საქართველოს შემთხვევაშიც. ეს თქვენზეა დამოკიდებული, 29 ალიანსის წევრი ქვეყნისა და თქვენი გადასაწყვეტია. ჩვენ ალიანსში ვთქვით, ყველა მოკავშირე ქვეყანამ განაცხადა რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და რომელიმე ერთი ქვეყნის გადასაწყვეტი არ არის საქართველოს გარეთ, საქართველო გახდება თუ არა ნატოს წევრი. თქვენ უნდა განახორციელოთ რეფორმები, ამაზე ვისაუბრეთ სწორედ ჩვენ, ამაზე ვმუშაობთ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში.

 

აუცილებელია თავდაცვის სისტემების მოდერნიზაცია, სასამართლო სისტემის, უნდა დაკმაყოფილდეს ნატოს სტანდარტები. თქვენ ძალიან დიდი წინსვლა გაქვთ, ჩვენ ამას ვაღიარებთ და მოგიწოდებთ, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს საქართველოსა და ნატოს სასიკეთოდ და ეს იქნება თავსებადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთად ვმუშაობ ავღანეთში, ნატოს სწავლებებში, რაც დღეს იწყება. ეს ყველაფერი საქართველოს სასიკეთოდ კეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ ალიანსის წევრები და საქართველო გადაწყვეტს, როდის იქნება საქართველო მზად გაწევრიანებისთვის", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...