11:58 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორი ქობულია: „ჩვენ საქართველოს ეკონომიკის ზრდა-განვითარების მიმართულებით რამდენიმე პრიორიტეტი გამოვყავით"
ევროკავშირის ტერიტორიაზე ავტომობილებში სიჩქარის შეზღუდვის ტექნოლოგიის გამოყენება სავალდებულო ხდება

სიახლეები

2024 წლამდე ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე დასხდებიან

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნულ სააგენტოს (NASA) და მის ხელმძღვანელობას დაავალა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე პილოტირებადი მისიით უახლოეს 5 წელიწადში კიდევ ერთხელ დასხდნენ.

 

ინფორმაცია ტრამპის ბრძანების შესახებ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა გაავრცელა, ჯორჯ მარშალის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრში სტუმრობისას.

 

„პირველი ქალი და მომდევნო მამაკაცი, ვინც მთვარის ზედაპირზე დააბიჯებს, ამერიკელი ასტრონავტები იქნებიან, რომლებიც ამერიკული რაკეტით გაფრინდბიან, ამერიკის მიწიდან“, - განაცხადა პენსმა. მან აღნიშნა, რომ, პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, NASA-მა ამ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს.

 

NASA-ს ხელძღვანელმა ჯიმ ბრაიდენსტაინმა ვიცე-პრეზიდენტს მალევე უპასუხა და Twitter-ზე დაწერა, რომ NASA გამოწვევას იღებს და დააზუსტა, რომ კოსმოსური სააგენტო მთვარეზე მხოლოდ ერთჯერადი ვიზიტით არ შემოიფარგლება და ადამიანის არსებობას მთავარეზე უახლოეს მომავალში ორგანიზებული სახე მიეცემა.

 

ჯერჯერობით, აშშ არის ერთდერთი ქვეყანა, რომელმაც მთვარეზე ადამიანის დასმა შეძლო (1969-1972 წლებში). აშშ-ის გარდა, მსგავსი გეგმები აქვთ რუსეთს, ჩინეთსა და ისრაელს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...