სიახლეები
როგორც მოგეხსენებათ, 2019 წლიდან საქართველოში სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.
საპენსიო სქემის დატოვება რეფორმიდან 3 თვის შემდეგ შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40 წლის ან მეტის.
რა უნდა გავაკეთოთ, თუ რეფორმაში მონაწილეობა და საპენსიო თანხების დაზოგვა არ გვსურს?
როგორც საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, თქვენ განცხადებით უნდა მიმართოთ შესაბამის უწყებას: დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში, რომლის მისამართია ყიფშიძის 7ბ.
განცხადების დაწერა ასევე შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში საქართველოს მასშტაბით. მისამართების ნახვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე: http://ssa.gov.ge/index.php…
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ განცხადების დაწერა შესაძლებელია სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ. სამი თვის ათვლა კი იწყება იმ თარიღიდან, როდესაც ბუღალტერმა თქვენი პირველი საპენსიო შენატანი განახორციელა და დეკლარაცია დახურა.
დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვისა და გასვლის თარიღი შეგიძლიათ შეამოწმოთ საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებულ თქვენს პირად პროფილზე.
პირად პროფილზე შესასვლელად გჭირდებათ მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც ბუღალტრისგან უნდა მიიღოთ, შემდეგ კი შეხვიდეთ მოცემულ ბმულზე https://agency.pensions.ge/ge/login
გაითვალისწინეთ, რომ თუ ორი დამსაქმებელი გყავთ, პირად გვერდზე შესასვლელად დაგჭირდებათ ორი პაროლი.
დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ განცხადების დასაწერად (სქემის დატოვების თაობაზე) გაქვთ მხოლოდ ორი თვე. თუ ამ ორი თვის განმავლობაში არ დატოვეთ სქემა, რჩებით დაგროვებითი სისტემის მონაწილედ.
განცხადების დაწერა შეუძლია მინდობილ პირს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.
საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვილი თანხა დაუბრუნდებათ შემომტანებს (სახელწმიფო, დამსაქმებელი, დასაქმებული).
მსგავსი სიახლეები

6 იან 2020ბანკები და ფინანსები
სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

6 იან 2020ბანკები და ფინანსები
სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

15 მაი 2019ბანკები და ფინანსები
ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა გაიზარდა
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...