19:14 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მამუკა ბახტაძე - ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მეექვსედ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა

სიახლეები

ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოებას ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს

 

2019 წლის 1-ლი აპრილიდან ტექნიკური რეგლამენტი − „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ ამოქმედდება. 

 

ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. 

 

„ამ რეგლამენტის შემუშავება გათვალისწინებულია 2017 წელს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით. აქამდე ანალოგიური დოკუმენტი არსებობდა ღვინის წარმოებასთან მიმართებაში და საჭიროებამ მოიტანა გარკვეული რეგულაციები ამოქმედებულიყო ყურძნისეული სპირტიანი სასმელების წარმოების სფეროში, როგორებიცაა  ბრენდი,  „ჭაჭა“ და მაგარი სასმელები.  აღნიშნული რეგლამენტი ეფუძნება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის რეკომენდაციებს“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.

 

ტექნიკურ რეგლამენტში მოცემულია ტერმინთა განმარტებები, აღწერილია მისი მიზნები, რეგულირების სფერო, რეგულირების ობიექტი, ზოგადი მოთხოვნები რეგულირების ობიექტების მიმართ, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების კატეგორიები და მათი წარმოების ზოგადი წესები, მოთხოვნები ეტიკეტირების, წარდგენის, ბაზარზე განთავსებისა და ოფიციალური დასახელების გამოყენების მიმართ და სხვა.  

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული