15:12 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
როგორია საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი
მამუკა ბახტაძე - „საქართველოს ბანკისა“ და „სილქნეტის“ მიერ ჩვენს ეკონომიკაში ახალი სახსრების მოზიდვა ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორების ნდობა საქართველოს მიმართ მაღალ დონეზეა

სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ქობულეთში ახალი მწვანე ქალაქის მშენებლობა საშუალებას მოგვცემს, აჭარა გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი

 

ქობულეთში ახალი მწვანე ქალაქისა და მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა საშუალებას მოგვცემს, აჭარა გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ დაწყებულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც  ტურიზმის სექტორში ნახევარ მილიარდიანი ინვესტიცია ხორციელდება.

 

მთავრობის მეთაურმა ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ფონდ "ქართუს" ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის უნიკალური შენობის რესტავრაციისთვის, რომელიც გუშინ საპრემიერო სპექტაკლით ოფიციალურად გაიხსნა. 

 

"ჩვენ ბათუმში გავხსენით ახლად რეაბილიტირებული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ეს არის მართლაც უნიკალური და ულამაზესი შენობა და სიამაყე ყველა ქართველისთვის. მსურს, მადლობა გადავუხადო ფონდ "ქართუს" ამ საჩუქრისთვის. ჩვენ ასევე დავათვალიერეთ ახალი მულტიფუნქციური თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტკომპლექსი, რომელიც ზაფხულში დასრულდება და რამდენიმე თვეში გავხსნით. ეს იქნება პირველი მსგავსი დატვირთვის მქონე სპორტული კომპლექსი აჭარაში და  მსგავსი კომპლექსების მშენებლობას ყველა რეგიონში დავიწყებთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი.

 

ამასთან ერთად, გავეცანი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს, რომელსაც  6 აპრილს უნდა ვუმასპინძლოთ. ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო არის არა მხოლოდ დიდი ჩემპიონების სამშობლო, არამედ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ უმაღლეს საერთაშორისო ტურნირს ძალიან მაღალ დონეზე უმასპინძლოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...

ტურიზმი―საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი

27 მაი 2019კვირის გრაფიკი

    უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორად გადაიქცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით 2018 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.2...