20:50 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რამდენია საქართველოს საგარეო ვალი?
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია მნიშვნელოვნად გაუარესდა

სიახლეები

კერძო პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფოს მხრიდან ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებენ

 

განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები დაფინანსდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს პროფესიული სწავლების ისეთი სისტემა, რომელიც  პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდების მყისიერ დასაქმებას უზრუნველყოფს. ასეთი სასწავლებლები ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებენ.

 

"სახელმწიფოს მხრიდან აქამდე მხოლოდ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები ფინანსდებოდა, რაც რა თქმა უნდა არ იყო საუკეთესო პრაქტიკა. ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც დაფინანსდებიან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები. სასიხარულოა, რომ უფრო და უფრო მეტი კომპანია ცდილობს, აქტიურად იყოს ჩართული პროფესიულ სწავლებაში. საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ეს სასწავლებლები მიიღებენ ვაუჩერულ დაფინანსებას. აქედან გამომდინარე, კერძო პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცდების შედეგებით ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფოს მხრიდან ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებენ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამასთან ერთად, იგეგმება პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლების ანაზღაურების  30%-ით გაზრდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროფესიული სწავლების მიმართულებით მთავრობა გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის გამოცდილებას ეყრდნობა, რომელთაც  ძლიერი პროფესიული განათლების სისტემის შექმნა სწორედ სახელმწიფო და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობით შეძლეს. 

 

„განათლების რეფორმაში, იმ ეროვნულ იდეაში, რომელიც დაგვეხმარება ყველა გამოწვევის დაძლევაში, პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული ადგილი და როლი აქვს.  დღევანდელი გადაწყვეტილებით, დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ იმ ძალიან მტკივნეული გამოწვევის დაძლევის გზაზე, რომელიც უმუშევრობას უკავშირდება. ამ მოდელის დანერგვა ამავე დროს ხელს შეუწყობს  სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის უფრო მეტ ინტეგრაციას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული