12:35 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Saudi Arabian Oil-ის შემოსავალმა 2018 წელს Apple-ის, Alphabet-ისა და Exxon Mobil Corp-ის შემოსავალს ერთად აღებულს გადაასწრო
ანაკლიის გზის და რკინიგზის პროექტირებაზე გამარჯვებული გამოვლინდა

სიახლეები

ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა 2018 წელს 919,0 მლნ. აშშ დოლარი და 279,5 მლნ. ევრო შეიძინეს

 

საქსტატის მონაცემებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ 2018 წელს შეძენილ იქნა 919,0 მლნ. აშშ დოლარი და 279,5 მლნ. ევრო. იმავე პერიოდში გაყიდული აშშ დოლარისა და ევროს მოცულობა კი შესაბამისად შეადგენდა 904,0 და 292,8 მილიონს.

 

2018 წლის განმავლობაში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მომსახურება გაუწიეს 6,7 მლნ. კლიენტს, საიდანაც 6,6 მლნ. ფიზიკური, ხოლო 20,7 ათასი - იურიდიული პირია. იმ ფიზიკური პირებიდან, რომელთაც გაეწიათ მომსახურება, 83,5 პროცენტი ადგილობრივი, ხოლო დანარჩენი 17,2 პროცენტი - უცხოელია.

 

2018 წელს სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა (კონვერტირებული ლარში) 38,2 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 37,4 პროცენტი აშშ დოლარზე, 9,7 პროცენტი ევროზე, ხოლო 52,9 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის. ბანკებში არსებული ფულადი სახსრების მთლიანი მოცულობა (1,9 მლნ.) სრულიად ნაწილდება მხოლოდ რეზიდენტ ბანკებზე. 

 

2018 წელს საქართველოში 739 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ერთეულების გარეშე) ფუნქციონირებდა, რომლის 37,6 პროცენტი ქ. თბილისში, 31,3 პროცენტი - აჭარაში, 8,9 პროცენტი იმერეთში, 8,5 პროცენტი ქვემო ქართლში, 3,9 პროცენტი კახეთში, 3,2 პროცენტი სამეგრელოზემო სვანეთში, ხოლო 3,7 პროცენტი დანარჩენ რეგიონებშია განთავსებული.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი