12:28 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი ქობულია: სახელმწიფო დაუდგება თავდებში იმ ბიზნესს, ვისაც არ აქვს საკმარისი უზრუნველყოფა, რომ აიღოს სესხი
Saudi Arabian Oil-ის შემოსავალმა 2018 წელს Apple-ის, Alphabet-ისა და Exxon Mobil Corp-ის შემოსავალს ერთად აღებულს გადაასწრო

სიახლეები

მარკ ცუკერბერგი: ინტერნეტს მეტი რეგულაცია სჭირდება

 

 

სოციალურ ქსელ Facebook-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი  მარკ ცუკერბერგი ინტერნეტის რეგულირების პროცესში მთავრობების როლის გაზრდას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

 

ამ საკითხზე საუბარია მის მიერ Facebook-ის ბლოგზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, რომელიც ასევე გამოქვეყნდა რამდენიმე პოპულარულ გამოცემაში, მათ შორის The Washington Post-ში.

 

მარკის აზრით, კონტროლის 4 სფერო არსებობს, რომელიც ახლებურ მიდგომას და მთავრობების მხრიდან მეტ ჩარევას მოითხოვს: კონფიდენციალურობა, სერვისებს შორის მონაცემთა გაცვლის საკითხი,  ინტერნეტის გამოყენება წინაასაარჩევნო კამპანიებში და შეურაცხმყოფელ ან კანონსაწინააღმდეგო კონტენტთან ბრძოლა.

 

ცუკერბერგს მიაჩნია, რომ ყველა IT-კომპანიამ უნდა დაიცვას ერთიანი სტანდარტი. გარდა ამისა, კომპანიებმა, მარკის აზრით, უნდა გაზარდონ პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობა და დაიცვან ობიექტურობა.

 

Facebook-ის მფლობელი შეეხო ევროკავშირში ინფორმაციის დაცვის საერთო რეგლამენტის (GDPR) შემოღებასაც და ეს ნაბიჯი მოიწონა.

 

ახალი რეგლამენტი ავალდებულებს სოციალურ ქსელებს და სხვა კომპანიებს, შეინახონ ადამიანების პერსონალური მონაცემები დაშიფრული სახით და ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევაში სამთავრობო სტრუქტურებს 72 საათის განმავლობაში მიაწოდონ ინფორმაცია. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი