01:30 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დაგროვებითი საპენსიო სისტემა VS საბანკო რეგულაციები
ჩეხეთმა საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა

სიახლეები

ვლადიმერ ზელენსკი გაპრეზიდენტების შემთხვევაში სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას აპირებს

 

უკრაინის პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატი ვლადიმერ ზელენსკი გაპრეზიდენტების შემთხვევაში სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას აპირებს. ამის შესახებ თავად მან განუცხადა ჟურნალისტებს.

 

"სააკაშვილის გამოცდილება ნებისმიერ პრეზიდენტს დასჭირდება. მიხეილს უფლება აქვს ქვეყანაში ყველაზე მაღალი თანამდებობები დაიკავოს", - განაცხადა, ბევრის აზრით, უკრაინის მომავალმა პრეზიდენტმა.

 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის სააკაშვილს პირადად ესაუბრა. პრეზიდენტობის კანდიდატი საქართველოს ექსპრეზიდენტს ახასიათებს, როგორც მსოფლიოში პატივსაცემ პოლიტიკოსს:

 

„მიხეილ სააკაშვილს ველაპარაკე. ის გამოცდილი და მსოფლიოში პატივცემმული პოლიტიკოსია. ის ბევრს აკეთებს უკრაინაში დემოკრატიის დამყარებისთვის და იცავს ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო არენაზე. ამაზე მისი ყველა მოქმედება მეტყველებს", - აცხადებს ზელენსკი.

 

როგორც მოგეხსენებათ, პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, ამ ეტაპზე, უკრაინაში ჩასვლა გადაიფიქრა. ის გეგმავდა უკრაინაში ჩაფრენას იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრეზიდენტი პეტრ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავიდოდა, თუმცა, უკრაინის ცესკოს მონაცემებით, პოროშენკო მეორე ადგილზე გადის. 

 

„მე მაშინვე ვთქვი, რომ  დავბრუნდებოდი უკრაინაში 1 აპრილს,  თუ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავიდოდა. ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის შეტყობინებაში, რომელსაც  უკრაინული გამოცემა “ახალი დროება“ აქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...