15:51 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები - ვის აქვს უკეთესი პოზიცია მეორე ტურის წინ?
დაგროვებითი საპენსიო სისტემა VS საბანკო რეგულაციები

სიახლეები

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 8-დან 19 აპრილის ჩათვლით აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.

 

საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიებს: ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების, ჟურნალისტიკის, დიზაინისა და ა.შ. მიმართულებებით.

 

სოფლის მეურნეობის, მშენებლობის ტურიზმისა და ტრანსპორტის მიმართულებებით მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ დუალური, ანუ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

 

პროფესიული განათლების მიღებისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის.

 

რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებლებში. აპლიკანტებს, ასევე, საშუალება ექნებათ ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ ვებ-გვერდზე: vet.emis.ge. რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.

 

პროფესიული ტესტირების ჩატარების შესახებ ინფორმაციას აპლიკანტები მიიღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს რეგისტრაციის გავლა ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე შეეძლებათ, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით ისარგებლონ. დუალური პროგრამები ასევე ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, ტესტირებას რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე გაივლიან. ჩარიცხვის შემდეგ კი მათ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

19 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ივლისში რუსეთიდან ტურისტული ნაკადის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ივნისის თვემდე რუსეთიდან ტურისტების შემოდინება გასული წლის...

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

პოპულარული