21:00 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გენადი არველაძემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიმდინარეობა გააცნო
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

სიახლეები

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები - ვის აქვს უკეთესი პოზიცია მეორე ტურის წინ?

 

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე დასრულდა. მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი ლიდერი პეტრო პოროშენკო და ოპოზიციონერი ვლადიმერ ზელინსკი გავიდნენ. არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს არის დაგეგმილი.

 

პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ 21 აპრილამდე მასა და ზელენსკის შორის საჯარო დებატები უნდა გაიმართოს. დებატების წინააღმდეგი არ არის არც ზელენსკი. რა იქნება კანდიდატების სასტარტო პოზიცია დებატების წინ? 

 

ზელენსკის მთავარი საარჩევნო დაპირება არის ის, რომ მოსპობს კორუფციას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თითქმის ყველა გადაწყვეტილებას რეფერენდუმზე გაიტანს, უკრაინელი ხალხის ნებას გაითვალისწინებს.

 

პოროშენკო NATO-სა და ევროკავშირთან დაახლოების თემით აპელირებს, რაც, მისი თქმით, ყველაზე კარგად შეუძლია.

 

კანდიდატების პოზიცია მსგავსია რუსეთთან დაკავშირებით: პოროშენკო ღიად უპირისპირდება ვლადიმერ პუტინს და თავის თავს რუსეთის ხელისუფლებისთვის ყველაზე არასასურველ კანდიდატს უწოდებს. ზელენსკის, მიუხედავად იმისა, რომ მისი რიტორიკა ნაკლებ რადიკალურია, პრორუსულს ვერავინ უწოდებს.

 

ზელენსკიმ არჩევნებში 30% მიიღო. ამჟამინდელი მონაცემებით, ის პოროშენკოს მნიშვნელოვნად სჯობნის. საერთო ჯამში, უკრაინაში გამოკითხული მოსახლეობის 71% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ამჟამად არასწორი მიმართულებით ვითარდება.

 

ზელენსკი უკრაინულ პორლიტიკაში ახალი სისხლია, ის ცვლილებებს ნიშნავს. მეორე მხრივ, პოროშენკოსაც აქვს კოზირები - ადმინისტრაციული რესურსი, მხარდაჭერა გუბერნატორების დონეზე. გარდა ამისა, მოქმედი პრეზიდენტი ხაზს უსვამს მის როლს უკრაინის რუსული აგრესიისგან დაცვაში.

 

მეორე ტურში გადასვლის შესახებ ცესკოს მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინელმა ამომრჩეველმა „მოსკოვის გეგმა“ ჩაშალა. მოსალოდნელია, რომ მეორე ტურის წინ ის ზელენსკის პუტინის ფავორიტად წარმოჩენას შეეცდება, ეს კი, პრაქტიკულად, წაგებული თამაშია.  

 

პუტინთან მიმართებაში საკმაოდ ხისტი და ცინიკური იყო ზელენსკის დღევანდელი განცხადებაც: „ თუ მე შევხვდები ბატონ პუტინს, ვეტყვი მას: როგორც იქნა, თქვენ დაგვიბრუნეთ ჩვენი ტერიტორია. რა თანხის კომპენსაციის ხართ მზად იმის გამო, რომ ტერიტორიები წაგვართვით?“, - განაცხადა პრეზიდნეტობის კანდიდატმა.

 

ამ განცხადების მოკლე შინაარსი ასეთია: „სანამ რუსეთი ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებს, მე პუტინს არ შევხვდები“. ექსპერტების შეფასებით, ზელენსკიმ პოროშენკოსთან დებატები უკვე დაიწყო და ეს სწორი მესიჯით გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...